Mercury News: ჯაველ მაკგი აღშფოთებულია, რომ სასტარტო ცენტრობა ისევ ზაზას შესთავაზეს

AutoSharing Option
Mercury News-ის ინფორმაციით, "გოლდენ სტეიტის" სათადარიგო ცენტრი ჯაველ მაკგი, რომელიც ახლა თავისუფალი აგენტია, საშინლად აღშფოთებულია კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაზე.

მაკგი გაღიზიანებულია, რომ მას არ შესთავაზეს სასტარტო ცენტრის მისია მომავალ სეზონში და გუნდში ისევ ზაზა ფაჩულია დააბრუნეს 3,5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ.

აგრეთვე ცენტრს ვერ გაუგია, რატომ გადაუხადა კონტრქატში ხუთ მილიონზე მეტი "გოლდენ სტეიტმა" მსროლელ ნიკ იანგს.

"გოლდენ სტეიტი" კვლავ არის დაინტერესებული გუნდში მაკგის დაბრუნებით, რომ ის ისევ ფაჩულიას შემცვლელი გახდეს, მაგრამ ახლა კლუბს მხოლოდ ვეტერანის მინიმუმის, 2,3 მილიონი დოლარის შეთავაზება შეუძლია.

გენერალურმა მენეჯერმა ბობ მაიერსმა უკვე გამოაცხადა, რომ ახალ ცენტრზე კლუბს ფული აღარ დარჩა.

29 წლის მაკგი გასულ სეზონში საშუალოდ 6,1 ქულას და 3,2 მოხსნას აკეთებდა.
ერთადერთი არაა, მსგავსი სამმაგი ნოას ააქვს ჩიკაგოში შესრულებული 2 თუ 3 სეზონის წინ.
გიორგი-ს
14:59 18-07-2017
0
რა მაგრა გყვანან ოფოფები მოფრენილი, შენივე თავის მხარდამჭერა რაღა პონტია? ოდნავ არა ვაჟკაცურ საქციელად არ გეჩვენება მაინც?
giorg-vaxo-დათოს
13:32 18-07-2017
0
ჯერ დავიწყოთ იქიდან რომ ბოღმა ადამიანი ხარ,. შემდეგ საცოდავი არსება შენ კომენტარს შენვე სცემ პასუხს დათო ნიკიდან ხომ? არ დაიღალე ფაჩულის დამცირებით >? მე ვიცი შენ ვინც ხარ. მსოფლიო სპორტი საიტი რომ არის იქაც პოსტავ კორბენ დალასის ნიკით
გიორგი
13:26 18-07-2017
0
giorgi - მართალი ხარ, თუ არ ვცდები წლების წინ ბულსის წინააღმდეგ გააკეთა სამმაგი დუბლი: ქულები, მოხსნები და დაფარებები
დათო
12:09 18-07-2017
0
შენ რა თქმა უნდა ტრადიციულად როგორც ყოველთვის მგლებისკენა ხარ, ტვინი გაქვს მასე პუტინოიდურად მოწყობილი, ოღონდ ქართველი არაო და დანარჩენებს ყველას ვენაცვალეო.
giorg-vaxo და ვინ იცის კიდევ რამდენი ნიკი გაქვს
11:52 18-07-2017
0
ავტორო სად მოძებნეთ ეს ინფორმაცია? ჯავეილმა მე ეგეთი რამ არ მითქვამსო!!!
დათო
11:44 18-07-2017
0
ცივი წყალი დალიოს
ნიკ
11:09 18-07-2017
0
მოდი რა ეს შაქი თითზე ნუ დაიხვიეთ. ყველამ იცის რომ შაქის შოუთი არ იზომება კალათბურთელის შესაძლებლობები. ამას მარტო იმიტომ ამბობთ რომ ზაზას კონკურენტია. წელს შაქის ემვიპი ვესთბრუკი გახდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ვესთბრუკი ცუდი კალათბურთელია. ჯავალი ერთადერთი მოთამაშეა ენბიეის ისტორიაში რომელსაც სამმაგი დუბლი პასების გარეშე აქვს გაკეთებული, და მისი შესაძლებლობები ამერიკაში კარგად იციან. საქართველოში კი მარტო იმიტომ შეიძულეს რომ ზაზას კონკურენტია
giorgi
10:25 18-07-2017
0
ჯაველა კარგი ბიჭია მაგრამ ცენტრი მარტო ჩანტენვა არ არის ისიც კარგი პასით. ოდნავ იმპროვიზაცია ან გვერდზე მიწოდებული ბურთი და ჯაველა შაქტინის კლიენტი ხდება. გუნდები ერიდებიან ესეთ არასტაბილურ მოთამაშეს. თან საღადაოც არ უნდათ რომ გახდნენ.
ქართველი
00:21 18-07-2017
0
მალე ახალი სეზონი იწყება და ზედიზედ მესამე სეზონი ვერ გამოდის მაკგი ზაზას ჩრდილქვეშეთიდან, ასე რომ გავუგოთ და ვუთანაგრძნოთ. *__*
*__*
18:57 17-07-2017
0
მაკგის ძირითად ცენტრად ნბა-ს და ევროლიგის არცერთი გუნდი არ აიყვანს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მან კარგად მიწოდებული ბურთის ჩატენვის გარდა არაფერი არ იცის
***=
18:34 17-07-2017
0
ჯაველა გამწარებული აქნება აბა რა, ჯერ კიდევ თავისუფალი აგენტია, აღარავის უნდა როგორც ჩანს მაგის აყვანა, გუნდები თავს იზღვევენ რომ შაქილის შაქტინების საღადაო არ გახდნენ მთელი მომავალი სეზონი. )))
tanto
18:29 17-07-2017
0
ვაა, კუ და პენალტის დარტყმის მომენტია, არა??
ტიპს ის ეშელბა, ჩაგდებული ბურთის შემდეგ, რომ მოწინააღმდეგემ უნდა განახლოს თამაში და უცებ პრეტენზია გაუჩნდა სასტარტოზე...
დათო
18:00 17-07-2017
0
სიახლეები პოპულარული