"სპურსის" ფანმა ზაზა ფაჩულია გაიძვერულად შეურაცხყო

AutoSharing Option
NBA-ს ჩემპიონის, "გოლდენ სტეიტის" ცენტრის, ზაზა ფაჩულიას სან ხოსეში სტუმრობას უსიამოვნო ფაქტი მოჰყვა.

ზაზა ფაჩულია სან ხოსეში იმ მიზნით ჩავიდა, რომ ვაკო ყაზაიშვილის მატჩს დასწრებოდა. ფაჩულიამ ვაკო ყაზაიშვილიც მოინახულა და მასთან მაისურიც გაცვალა.

- შეხვედრა ამერიკაში - ზაზა ფაჩულიამ და ვაკო ყაზაიშვილმა მაისურები გაცვალეს

ფაჩულიასთან მატჩის დროს "სან ანტონიო სპურსის" ფანი მივიდა და ქართველ ცენტრთან ფოტო გადაიღო, სადაც შუათითს აჩვენებს.

"სპურსის" ფანი არტურ სერვანტესი სან ხოსეში ცხოვრობს.

26 წლის სერვანტესი კმაყოფილია თავისი საქციელით და mysanantonio.com-თან საუბარში ამბობს:

"მას ეს არ
შეუმჩნევია, თორემ დარწმუნებული ვარ, არ ესიამოვნებოდა".

სერვანტესი დასძენს, რომ ფოტო სოციალურ ქსელში ატვირთა და "სპურსის" ფანებისგან ბევრი საქებარი სიტყვებიც მიიღო.

"ყველას გაუხარდა ჩემი საქციელი. ერთადერთი ჩემს დას არ მოეწონა, რომელიც "გოლდენ სტეიტის" ფანია", - ამბობს სერვანტესი.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ "სან ანტონიოს" ფანებმა მას შემდეგ შეიძულეს ქართველი ცენტრი, რაც NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ მატჩში "სპურსის" ლიდერი კავაი ლეონარდი ფაჩულიას ფეხზე დაეშვა და ტრავმა მიიღო.

"სპურსის" ფანების აზრით, ქართველმა სპეციალურად დაუტოვა ფეხი ლეონარდს, თუმცა თავად "სპურსის" ლიდერმა აღნიშნა, რომ ეს ზაზას მხრიდან განგებ გაკეთებული საქციელი არ იყო.

აღსანიშნავია, რომ ამ ეპიზოდის შემდეგ ზაზა ფაჩულიას ემუქრებოდნენ კიდეც.

- "მუქარა, რომელიც ჩემი ოჯახის მიმართ გაჩნდა, ნაწილობრივ გრეგ პოპოვიჩის დამსახურებაა"
- "ტვიტერზე" ზაზა ფაჩულიას "სან ანტონიოს" განრისხებულმა ფანებმა შეუტიეს [VIDEO]
- კავაი ლეონარდი: არა მგონია, რომ ზაზამ ტრავმა ძალით მომაყენა
- "სპურსთან" 25-ს რომ ამოქაჩავ - ზაზა ფაჩულიამ ისტორია დაწერა! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 19 /
სხვათაშორის მოწინააღმდეგის გუნდის გულშემატკივართან სურათის გადაღება ასევე შეურაცყოფაა საკუთარი გულშემატკივარის! (ან მოწინააღმდეგე გუნდის მაისურით სიარული!) ... წარმატებები ზაზას და ჩვენ, მისი და საქართველოს ნაკრების ქომაგებს.
ერთიც გავითვალისწინოთ!
14:15 14-07-2017
0
ამით ზაზას არანაირი ზიანი არ მიადგა,სამაგიეროდ მსოფლიომ გაიგო,რომ დედამიწას კიდევ ერთი ზნედაცემული ამძიმებს!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული