ზაზა ფაჩულიას თამაში კონფერენციის ფინალის მეოთხე მატჩში საეჭვოა

AutoSharing Option
CBS Sports-ის ინფორმაციით, ზაზა ფაჩულიას თამაში NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალის მეოთხე მატჩში კითხვის ნიშნის ქვეშაა.

"მუქარა, რომელიც ჩემი ოჯახის მიმართ გაჩნდა, ნაწილობრივ გრეგ პოპოვიჩის დამსახურებაა"

კვირას "უორიორსმა" სან ანტონიოში ვარჯიში გამართა, რომელშიც ზაზამ სრულფასოვნად ვერ მიიღო მონაწილეობას. ასე რომ, დიდი ალბათობით, ქართველი ცენტრი, ისევე, როგორც მესამე მატჩში, "გოლდენ სტეიტის" სათადარიგოთა სკამის უკან იჯდება, სამოქალაქო ტანსაცმელში.

შეგახსენებთ, რომ ფაჩულიამ ტრავმა "გოლდენ სტეიტისა" და "სან ანტონიოს" მეორე მატჩის დასაწყისში მიიღო, როცა ბურთი ჩატენა, მაგრამ მოედანზე ცუდად დაეშვა.

თუკი ზაზა ვერ ითამაშებს, "უორიორსის"
სასტარტოში ისევ ჯაველ მაკგი გამოჩნდება.

ამ გუნდების მე-4 მატჩი საქართველოს დროით 23 მაისს გაიმართება და თუ ისევ "გოლდენ სტეიტი" მოიგებს, ზაზა ფაჩულიას გუნდი NBA-ს ფინალში ითამაშებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული