მაიკლ დიქსონის აეკ-მა სერიის მესამე მატჩი "პანათინაიკოსთან" ბრძოლაში დათმო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნტურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი მაიკლ დიქსონი საბერძნეთის ჩემპიონატის ფინალში გასასვლელად ქვეყნისა და ევროპის ერთ-ერთ ტიტანს - "პანათინაიკოსს" ებრძვის.

დიქსონის აეკ-მა "პანათინაიკოსს" ნახევარფინალური სერია გაუთანაბრა და მესამე შეხვედრაშიც, სტუმრად დიდი ბრძოლა გაუმართა.

კიდევ ერთი ხმაურიანი გამარჯვების მოსაპოვებლად აეკ-ს ძალა არ ეყო. მესამე პერიოდში დიქსონის გუნდი 8 ქულით დაწინაურდა, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა და საბოლოოდ 71:82 დამარცხდა.

დიქსონი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 16:00 წუთში 6 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მაიკლმა 6-დან 2 ორქულიანი და 4-დან 2
საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

მატჩის გმირი "პაოსა" და საბერძნეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ნიკ კალატესი გახდა, რომელმაც 26 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

ნახევარფინალური სერია 4 მოგებამდე გრძელდება. 1:2 ჩამორჩენილი აეკ-ი მორიგ მატჩს 22 მაისს უმასპინძლებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული