გოგა ბითაძის "მეგა ბიმაქსმა" ახალგაზრდულ ევროლიგაზე მადრიდის "რეალი" დაამარცხა

AutoSharing Option
ახალგაზრდული, 18-წლამდელთა ევროლიგის ფინალურ ტურნირში, რომელიც სტამბოლში, ევროლიგის ოთხთა ფინალის პარალელურად იმართება, ქართველი ცენტრის სერბულმა გუნდმა შესანიშნავი სტარტი აიღო.

კლასიკური ევროლიგის ოთხთა ფინალისგან განსხვავებით, 18-წლამდელთა ევროლიგის ფინალურ ეტაპზე 8 გუნდმა მოიყარა თავი: B ჯგუფი: ბელგრადის "მეგა ბიმაქსი", მადრიდის "რეალი", სტამბოლის "ფენერბაჰჩე" და კაუნასის "ჟალგირისი". A ჯგუფი: მოსკოვის ცსკა, ბელგრადის "ცრვენა ზვეზდა", "ბარსელონა" და ფრანგული "პარიზი".

დიდების ევროლიგის ოთხთა ფინალი, რომელშიც ცსკა "ოლიმპიაკოსს" შეხვდება, ხოლო "ფენერბაჰჩე" "რეალს", სტარტს 19 მაისს აიღებს. 18-წლამდელთა ევროლიგის მონაწილენი კი ჯერ ჯგუფურ ეტაპს მოილევენ, შემდეგ კი
ოთხთა ფინალს ითმაშებენ.

პირველ ტურში ბითაძის გუნდმა "რეალი" იმსხვერპლა - 75:65. ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 26:40 წუთი გაატარა. 211 სანტიმეტრი სიმაღლის ქართველმა 6-დან 2 ორქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი კი ააცილა. საბოლოოდ ბითაძის ანგარიშზე 7 ქულა, 8 მოხსნა და 3 დაფარება დაგროვდა. ქართველ ცენტრს პასივში საკმაოდ ბევრი - 6 დაკარგვა ჰქონდა. ბელგრადელებს ნიკოლა მიშკოვიჩმა 20 ქულით, 10 მოხსნით, 5 პასითა და 4 ჩაჭრით ულიდერა. 13 ქულა მიითვალა იგორ დრობნიაკმა.

A ჯგუფის მატჩში ცსკა-მ "ცრვენა ზვეზდას" 84:80 მოუგო, ხოლო "პარიზმა" "ბარსელონას" 85:66 სძლია.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა შენ იცი ბექა მალე ნბა-ში მენახე.
sabonis
17:55 18-05-2017
0

სიახლეები პოპულარული