ზაზა ფაჩულია: ძალით მივაყენე ტრავმა ლეონარდს? რა სისულელეა! [VIDEO]

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას კარიერაში პირველი მატჩი NBA-ს კონფერენციის ფინალში ძალზე წარმატებული გამოდგა - "გოლდენ სტეიტმა" 113:111 დაამარცხა "სან ანტონიო", ხოლო ზაზამ 11 ქულასა და 9 მოხსნას მოუყარა თავი. ამ სეზონში პლეი ოფში ზაზამ ქულებით რეკორდი გაიმეორა, ხოლო მოხსნებში გააუმჯობესა.

- "სპურსთან" 25-ს რომ ამოქაჩავ - ზაზა ფაჩულიამ ისტორია დაწერა! [VIDEO]

თუმცა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მესამე მეოთხედში მომხდარმა ეპიზოდმა, როცა კავაი ლეონარდთან ორთაბრძოლისას, მეტოქემ უხერხულად დააბიჯა ზაზას ფეხი და თავად დაიშავა კოჭი. კავაი მოედანს ვეღარ დაუბრუნდა, ხოლო "გოლდენ სტეიტმა" სწორედ ამის მერე
ამოქაჩა ჩამორჩენა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"სან ანტონიოს" ფანებს მიაჩნიათ, რომ ზაზამ ძალით დააშავა მათი საუკეთესო კალათბურთელი. ამ აზრს ბევრი ჟურნალისტიც იზიარებს. თუმცა Sky Sport-ზე მიმდინარე გამოკითხვაზე უმეტესობა მაინც იქით იხრება, რომ ზაზამ მეტოქეს ტრავმა უნებლიეთ მიაყენა - 53% 47-ის წინააღმდეგ.

Sky Sport-ის გამოკითხვა
Sportall.Ge

საინტერესოა, თავად რა კომენტარი გააკეთა ამასთან დაკავშირებით ზაზა ფაჩულიამ:

"ეს ნამდვილი სისულელეა. მე ვაკეთებდი ჩემს საქმეს, უნდა შემეშალა ხელი, რომ მეტოქეს არ ესროლა. დავინახე, რომ ჩემი გუნდელები ბლოკის უკან იყვნენ. ამიტომაც ხელი მე უნდა შემეშალა. აი, სულ ეს არის, რაც მე გავაკეთე. მოვტრიალდი მოხსნისთვის, დანარჩენი თავისით მოხდა. ძალიან მწყდება გული, როცა რომელიმე კალათბურთელი ტრავმას იღებს. თავადაც სპორტსმენი ვარ და ვიცი, ეს რა გრძნობაა".
ასევე დაგაინტერესებთ