თორნიკე შენგელიას 17 ქულა ესპანეთის რეგულარული ჩემპიონატის დასკვნით ტურში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" ესპანეთის რეგულარული ჩემპიონატის დასკვნით ტურში "ფუენლაბრადა" 103:66 გაანადგურა, "ვალენსიას" მოულოდნელი წაფორხილებითაც ისარგებლა და რეგულარული სეზონი მე-2 ადგილზე დაასრულა, რისი წყალობითაც პლეი-ოფში "ბარსელონას" ასცდა.

ბასკურ კლუბს დღევანდელ შეხვედრაში არანაირი პრობლემა არ შექმნია. ყველაფერი დიდი შესვენებისთვის იყო გადაწყვეტილი, როდესაც მასპინძლები უკვე 20 ქულით იგებდნენ.
ქართველი ლეგიონერი თამაშში სასტარტო ხუთეულიდან ჩაერთო და 25:58 წუთში 17 ქულა და 6 მოხსნა (2 შეტევაში) მოაგროვა.

თორნიკემ 10-დან 6 ორქულიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო,
მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
"ბასკონიამ" 23 მოგება და 9 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მხოლოდ მადრიდის "რეალს" ჩამორჩა, მეოთხედფინალში კი მეშვიდეადგილოსან "გრან კანარიას" შეხვდება და თან მოედნის უპირატესობაც ექნება.

ესპანეთის ჩემპიონატში პლეი ოფის მატჩები 20 მაისიდან დაიწყება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული