ზაზა ფაჩულია: ამ სეზონში კიდევ ორ თვეს ვაპირებთ თამაშს

AutoSharing Option
NBA-ს პლეი ოფის I წრის მესამე მატჩში "გოლდენ სტეიტს" კევინ დურანტი უბრუნდება. ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელმა განაცხადა, რომ იგი მეორე შეხვედრის წინაც თავს კარგად გრძნობდა, მაგრამ მწვრთნელმა მაინც არ გარისკა.

დურანტის შესაძლო დაბრუნებას NBA-ს ოფიციალურ საიტთან კომენტარში ზაზა ფაჩულია გამოეხმაურა:

"ჩვენ რეგულარულ სეზონში უკვე აღმოვჩნდით იმ სიტუაციაში, როცა კევინი არ თამაშობდა. დიდი იმედი მაქვს, რომ ახლა მხოლოდ ძალიან ცოტა ხნით დაგვაკლდა იგი და უახლოეს მატჩებში დაბრუნდება.

თუმცა, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა უპირველესია. დიახ, ყოველ თამაშს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ შორს უნდა
გავიხედოთ - ჩვენ კიდევ ორ თვეს ვაპირებთ თამაშს.

იმედი მაქვს, რომ კევინის პრობლემა უმნიშვნელოა და ის სრულიად ჯანმრთელი დაგვიბრუნდება".

შეგახსენებთ, რომ ფაჩულიას "უორიორსი" "პორტლენდს" სერიაში 2:0-ს უგებს.
ასევე დაგაინტერესებთ