ზაზა ფაჩულიას 10 ქულა და "გოლდენ სტეიტის" ზედიზედ მეორე გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
20 აპრილს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" პლეი ოფის მეორე მატჩში "პორტლენდს" უმასპინძლა და ანგარიშით 110:81 დაამარცხა.

ქართველი ცენტრი, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე საერთო ჯამში 16:59 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 10 ქულა, 4 მოხსნა და ერთი ჩაჭრა მოაგროვა, ხოლო ბურთი ერთხელ დაკარგა. ზაზამ 8-დან 5 ორქულიანი ჩააგდო.
იხილეთ ვიდეო: ზაზა ფაჩულიას 10 ქულა "პორტლენდთან" მატჩში
Sportall.Ge

"უორიორსებს" არ ჰყავდათ ერთ-ერთი ლიდერი კევინ დურანტი, რომელსაც კუნთის დაზიანება აქვს.

დურანტის არყოფნაში ქულებში ლიდერი სტეფ კარი გახდა, რომელმაც მისთვის უჩვეულოდ
არც ისე ბევრი, 19 ქულა ჩააგდო და ამ მაჩვენებლით შეხვედრაში საუკეთესო გახდა.

ერთადერთი ორმაგი დუბლი კი დრეიმონდ გრინმა შეასრულა, რომელმაც 10 პასს 12 მოხსნა და 6 ქულა მიამატა.

აღსანიშნავია, რომ "გოლდენ სტეიტის" სამივე ცენტრი კარგად გაისარჯა და ჯამში 33 ქულა მოაგროვა (მაკგი 15, უესტი 8).
იხილეთ ვიდეო: გოლდენ სტეიტი-პორტლენდი 110:81
Sportall.Ge

ამ მოგების შემდეგ ოკლენდური გუნდი სერიაში 2:0 დაწინაურდა. მომდევნო შეხვედრას ფაჩულიას გუნდი 23 აპრილს, ამჯერად სტუმრად, ჩვენი დროით 06:30 საათზე გამართავს.

დღის სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

ჰიუსტონი-ოკლაჰომა 115:111 (2:0)
ვაშინგტონი-ატლანტა 109:101 (2:0)
მკითხველის კომენტარები / 4 /
გოლდენ სტეიტში ზირიტად ხუტეულსია კაცი ცვენი ფეხბურტელები კვიპროსი და რუსეტის ჩემპიონატსი 10 წუტს ტამასობენ ზაზა არის საქარტველოს ლეგენდა
შოთა გუგეშაშვილი
19:58 22-04-2017
0
ფაჩულია თუ არ მოგწონთ ნუ უყურებთ გაძალებთ ვინმე და ლანძღვას თავი დაანებეთ ვინ არის დღეს უფრო წარმატებული ქართველი სპორტსმენი კარგით რა გეყოფათ
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული