mercurynews.com-ის ანალიტიკა: რა სარგებელი მოუტანა ზაზამ გუნდს პლეი ოფის I მატჩში

AutoSharing Option
NBA-ში გადამწყვეტი მატჩები დაიწყო, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" I რაუნდის I მატჩში 121:109 დაამარცხა "პორტლენდი", ხოლო ქართველმა ცენტრმა 12 წუთში 4 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა.

- ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს პლეი ოფი გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

mercurynews.com-მა ამ დაპირისპირების ვრცელი ანალიტიკური გარჩევა შემოგვთავაზა. გამოცემამ ხუთ ქვეთავად დაყო ის მიზეზები, რის გამოც "გოლდენ სტეიტმა" იმარჯვა.

ჩვენ მხოლოდ ზაზასთან დაკავშირებულ ანალიტიკას გაგაცნობთ. გამოცემის აზრით, გამარჯვების ხუთიდან ერთი მიზეზი ის არის, რომ ცენტრის პოზიციაზე როტაციამ კარგად იმუშავა:

"სტივ კერის როტაცია ცენტრის პოზიციაზე
დაახლოებით ისეთი იყო, როგორც რეგულარულ სეზონში, ზაზა ფაჩულიამ დაიწყო ორივე ნახევარი და თითოში დაახლოებით 6 წუთი ითამაშა. მას ანაცვლებდა ჯავალ მაკგი 4-5-წუთიანი მონაკვეთით. დევიდ ვესტი იწყებდა მეორე და მეოთხე მეოთხედებს და ყოველ ნახევარს დრეიმონდ გრინი ასრულებდა ცენტრის პოზიციაზე.

პირველ მატჩში ყველაფერი ისე იყო ამ პოზიციაზე, რომ კერი უკეთესს ვერ ისურვებდა. გრინის შესაძლებლობები ყველამ კარგად იცის, ვესტი გამოცდილი კალათბურთელია, ყველაზე საინტერესო ფაჩულიასა და მაკგის მოქმედებებია, მათი თამაშის სტილიდან გამომდინარე.

"პორტლენდის" სათამაშო გეგმა ასეთი იყო - როცა ფაჩულია მოედანზე იქნებოდა, ყურადღება "გოლდენ სტეიტის" დანარჩენ ვარსკვლავურ ოთხეულზე გადაეტანათ. "უორიორსმა" ეს სათავისოდ გამოიყენა.

ფაჩულიას შესაძლებლობები შეტევაში ლიმიტირებულია, მაგრამ ის ლიგაში ბლოკის ერთ-ერთი საუკეთესო დამყენებელია.

როცა ფაჩულიას ვიზავი ნოა ვონლე ფართან რჩებოდა, ზაზა პერიმეტრზე ამოდიოდა და თანაგუნდელებს ბლოკებს უყენებდა, რისი წყალობითაც "გოლდენ სტეიტმა" რამდენიმე სამქულიანი მიითვალა. ვონლე კი უსარგებლო იყო.

ერთი ასეთი დასამახსოვრებელი მომენტი იყო მესამე მეოთხედში, როცა ზაზა ლამის ცენტრთან ამოვიდა, არ გაატარა ლილარდი და სტეფ კარიმ სამქულიანი ჩააგდო.

მიუხედავად იმისა, რომ ზაზამ სულ 12 წუთი ითამაშა, მან ოთხი ასეთი ბლოკი დააყენა, რომელსაც "გოლდენ სტეიტის" სამქულიანი მოყვა, ეს კი გუნდში საუკეთესო შედეგია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
შენით ყოველთვის ვამაყობ ზაზა
სოსო
10:09 19-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული