ზაზა ფაჩულია NBA-ს რეგულარული სეზონის ბოლო მატჩში დაშავდა

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტის" ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ რეგულარული სეზონის ბოლო მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო, თუმცა, საბედნიეროდ, სერიოზული არაფერია.

- ზაზა ფაჩულიას ექვსიანები და გამარჯვება "ლეიკერსთან" [VIDEO]

"უორიორსის" ცენტრი "ლეიკერსთან" მატჩის მესამე მეოთხედში შეტევისას, მეტოქე ცენტრთან კონტაქტისას დაშავდა. ქართველმა სახის გამომეტყველებით მიანიშნა მსაჯებს, რომ ტრავმა მიიღო, მარცხენა მუხლზე წაივლო ხელი და მოედნის საპირისპირო მხარეს წავიდა.

სტივ კერმა, ქართველის პროტესტის მიუხედავად, იგი უმალვე გამოცვალა. ზაზა უმტკიცებდა მწვრთნელს, რომ თამაში შეეძლო, მაგრამ მატჩი არაფერს წყვეტდა და ჩვენებური გუნდს პლეი ოფში ძალიან სჭირდება. ამიტომ კერმა
მის ნაცვლად ჯავალ მაკგი შეიყვანა.

ამის მერე სათადარიგოთა სკამზე დაბრუნებულ ფაჩულიას მწვრთნელი რამდენიმე წუთით გაესაუბრა, ექიმთან მცირე კონსულტაციის შემდეგ კი იგი მოგვიანებით მოედანზეც დაბრუნდა.

რეგულარული სეზონის საუკეთესო შედეგით დამსრულებელმა "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსს" 109:94 მოუგო, ხოლო ზაზამ 12 წუთში 6 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ "გოლდენ სტეიტმა" დასავლეთ კონფერენციაში პირველი ადგილი დაიკავა და პლეი ოფის პირველ წრეში "პორტლენდს" დაუპირისპირდება. NBA-ში პლეი ოფები კვირას იწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული