მომენტი, სადაც ზაზა ფაჩულიამ მარცინ გორტატი უბურთოდ დატოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 აპრილს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას პოლონელ ცენტრთან დუელი უწევდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი კალათბურთელის "გოლდენ სტეიტმა" "ვაშინგტონს" უმასპინძლა და ანგარიშით 139:115 დაამარცხა.

- ზაზა ფაჩულიას 8 ქულა და განადგურებული "ვაშინგტონი" [VIDEO]

ქართველმა ცენტრმა 5-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 ჯარიმა ჩააგდო. ჯამში მოგროვებულ 8 ქულას ზაზამ 5 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიამატა. ფაჩულია 2-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი ერთხელ დაკარგა.

მარცინ გორტატმაც 5-
დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმოდან კი მხოლოდ 1 მოათავსა კალათში. 7 ქულასთან ერთად პოლონელმა ცენტრმა 3 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა, 3-ჯერ დაჯარიმდა და ბურთიც ერთხელ დაკარგა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
უზომოდ გაგვახარა ჩვენმა საამაყო თანამემემულემ. ასეთი წარმატებები ულევად, გაიხარე ლამაზ ოჯახთან ერთად
იზა
09:51 04-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული