თორნიკე შენგელიამ "ბასკონიას" მოსკოვის ცსკა-სთან მოგებულ მატჩში ულიდერა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
17 მარტს, საქართველოს ნაკრების კალათბურთელის თორნიკე შენგელიას გუნდმა "ბასკონიამ" ევროლიგის რეგულარული ჩემპიონატის XXVI ტურის შეხვედრაში მოსკოვის ცსკა-ს უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 79:78 დაამარცხა.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი ვიტორიელთა ქართველი ფორვარდი გახდა, რომელიც ტრავმის მოშუშების შემდეგ პირველად გამოჩნდა სასტარტო ხუთეულში და მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო შედეგიც დააფიქსირა.

შენგელიამ 23:30 წუთი ითამაშა და სროლები ასპროცენტიანი სიზუსტით შეასრულა. მან 2 ორქულიანი, 1 სამიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო და 9 ქულას 6 მოხსნა (2 შეტევაში), 5 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება შემატა. თორნიკემ
ბურთი ერთხელ დაკარგა, 2-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი წესები 4-ჯერ დაარღვიეს. შედეგად, ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 24 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

ამ გამარჯვებით "ბასკონია", რომელსაც აქტივში 15 გამარჯვება და 11 მარცხი აქვს, სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილამდე აღზევდა. შენგელიას გუნდს ევროლიგაში მორიგი მატჩი 21 მარტს, სტუმრად, გერმანულ "ბამბერგთან" ელის.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მართლა ულიდერა, თამაშს მთლიანად ვუყურე, ცხრავე ქულა გარდამტეხი იყო.
Gela
18:42 18-03-2017
0
9 ქულით თუ არა 9 ქულით, ფაქტია რომ მატჩის MVP–დ დაასახელეს. ყველა საკალათბურთო საიტზე ასე წერია. 24 ქონდა მარგი ქმედების კოეფიციენტი, ორივე გუნდში ყველაზე მაღალი. დე კოლოს 22 ქონდა მარგი ქმედების კოეფიციენტი.
ლადო
18:21 18-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული