თორნიკე შენგელია: ჩემი მიზანი NBA-ში ამ ზაფხულს დაბრუნებაა!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ესპანური "ბასკონიას" ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ acb.com-ს ინტერვიუ მისცა, სადაც NBA-ში დაბრუნების სურვილზე ისაუბრა.

"ჩემი მიზანი NBA-ში ამ ზაფხულს დაბრუნებაა, მაგრამ თუკი მაინც ევროპაში უნდა დავრჩე, სიამოვნებით ვითამაშებ მხოლოდ ისეთ გუნდში, რომელიც წარმატებაზე იქნება ორიენტირებული. "ბასკონია" სწორედ ერთ-ერთი ასეთი გუნდია", - ამბობს თორნიკე.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის კალათბურთელი 2012 წლის დრაფტზე 54-ე ნომრად "ფილადელფია სიკსერსმა" აიყვანა. პენსილვანიაში მას არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია, NBA-ში კი "ბრუკლინ ნეტსისა" და "ჩიკაგო ბულსის" მაისურებით ითამაშა. შენგელიას ანგარიშზე სულ 45 მატჩია, საშუალოდ თამაშში
კი 1,3 ქულა და 0,9 მოხსნაა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული