ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
12 თებერვალს გამთენიისას ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" "ოკლაჰომას" ესტუმრა და ანგარიშით 130:114 დაამარცხა.

ქართველი ცენტრი ტრავმის გამო კვლავ ვერ ეხმარება თავის გუნდს. შესაძლოა ფაჩულია NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩის შემდეგ დაუბრუნდეს მოედანს.

ზაზას არ ყოფნაში, მისი ადგილი სასტარტოში ჯავალ მაკგიმ დაიკავა, რომელმაც მოედანზე 29 წუთი დაჰყო და ამ ხნის განმავლობაში 16 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 47 ქულა რასელ ვესტბრუკმა ჩააგდო, რასაც 11 მოხსნა და 8 პასიც მიამატა.

ოკლენდელებში ყველაზე მეტი 34 ქულა კევინ დურანტმა ჩააგდო, სტეფ კარიმ
და კლეი ტომსპონმა კი 26-26 ქულა მიითვალეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

46 მოგებითა და 8 მარცხით "გოლდენ სტეიტი" კვლავ უპირობო ლიდერია მთელ NBA-ში. ზაზა ფაჩულიას გუნდი მორიგ შეხვედრას 14 თებერვალს ჩვენი დროით 06:00 საათზე სტუმრად "დენვერთან" გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

შარლოტი-კლიპერსი 102:107
ინდიანა-მილუოკი 100:116
კლივლენდი-დენვერი 125:109
ფილადელფია-მაიამი 117:109
დალასი-ორლანდო 112:80
ჰიუსტონი-ფენიქსი 133:102
იუტა-ბოსტონი 104:112
ასევე დაგაინტერესებთ