ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტს" რამდენიმე კვირა ვერ დაეხმარება [VIDEO]

AutoSharing Option
2 თებერვალს, გამთენიისას, "შარლოტთან" გასამართ მატჩში ზაზა ფაჩულია არ ითამაშებს. მას მარჯვენა მხარი აქვს დაშავებული და ზუსტად არაა ცნობილი, როდის დაუბრუნდება მოედანს.

ზაზამ ტრავმა 29 იანვარს, "პორტლენდთან" მოგებულ მატჩში მიიღო. ის საკმაოდ შედეგიანად გაისარჯა და 24 წუთში 14 ქულა მოაგროვა, თუმცა დაძაბული მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე მან მნიშვნელოვანი ჩაჭრა განახორციელა, ძირს დაცემულს კი ზემოდან ბურთისთვის მებრძოლი მეტოქე დააწვა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რეაბილიტაციის ზუსტი ვადა უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, ფაჩულია "გოლდენ სტეიტს" რამდენიმე კვირით ვერ დაეხმარება.

- ზაზა ფაჩულიას საუკეთესო მომენტები "პორტლენდთან"
[VIDEO]

- ზაზა ფაჩულიას 14 ქულა, 4 ჩაჭრა და გამარჯვება "პორტლენდთან" [VIDEO]

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული