დრეიმონდ გრინი: ბოლო კვირებში ზაზა საოცარი იყო

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიამ "პორტლენდთან" 113:111 მოგებულ თამაშში კარგად ითამაშა, მან 14 ქულას, 5 მოხსნას, 4 ჩაჭრასა და 2 პასს მოუყარა თავი.

ზაზა ფაჩულიას 14 ქულა, 4 ჩაჭრა და გამარჯვება "პორტლენდთან" [VIDEO]

ზაზას კარგი თამაში ლამის ერთხმად აღნიშნა ამერიკულმა მედიამ. ქართველი ცენტრი მეცხრედ გადასცდა სეზონში 10-ქულიან ზღვარს და ბოლო 6 მატჩში ეს სამჯერ შეძლო.

sfgate.com: "ზაზა ფაჩულია აგრძელებს იყოს წარმატებული ისედაც ელიტური მოთამაშეებით გავსებულ გუნდში".

ზაზა შეაქო თანაგუნდელმა დრეიმონდ გრინმა, რომელიც "ოლ სტარზე" ითამაშებს:

"ზაზა საოცარი იყო. ის ძალიან დაგვეხმარა, განსაკუთრებით კი,
ბოლო კვირებში", - განაცხადა "გოლდენ სტეიტის" მძიმე ფორვარდმა.
ასევე დაგაინტერესებთ