დრეიმონდ გრინი: ბოლო კვირებში ზაზა საოცარი იყო

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიამ "პორტლენდთან" 113:111 მოგებულ თამაშში კარგად ითამაშა, მან 14 ქულას, 5 მოხსნას, 4 ჩაჭრასა და 2 პასს მოუყარა თავი.

ზაზა ფაჩულიას 14 ქულა, 4 ჩაჭრა და გამარჯვება "პორტლენდთან" [VIDEO]

ზაზას კარგი თამაში ლამის ერთხმად აღნიშნა ამერიკულმა მედიამ. ქართველი ცენტრი მეცხრედ გადასცდა სეზონში 10-ქულიან ზღვარს და ბოლო 6 მატჩში ეს სამჯერ შეძლო.

sfgate.com: "ზაზა ფაჩულია აგრძელებს იყოს წარმატებული ისედაც ელიტური მოთამაშეებით გავსებულ გუნდში".

ზაზა შეაქო თანაგუნდელმა დრეიმონდ გრინმა, რომელიც "ოლ სტარზე" ითამაშებს:

"ზაზა საოცარი იყო. ის ძალიან დაგვეხმარა, განსაკუთრებით კი,
ბოლო კვირებში", - განაცხადა "გოლდენ სტეიტის" მძიმე ფორვარდმა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ვიცი ზაზას შესაძლებლობები მეც და ბევრმა სხვამაც,ამას არც ვანგობა სჭირდება,მით უმეტეს არც ღმერთობა და ამას ჩემ თავზე რომ ვამბობდე,მაშინ იქნებოდა მანია ველიჩია.რაც მაგ გუნდში გადავიდა ზაზა სულ უფრო უმატებს და კიდევ მოუმატებს,რადგან თანაგუნდელები მას ახლა უფრო ენდობიან.სეზონის დასაწყისშიმასზე ამბობდნენ,სასტარტოს არ იმსახურებსო,ახლა ამას აღარავინ ამბობს,ნახევარი რეგულარული გავიდა და ზაზამტკიცედ ზის ხუთეულში,ბოლო თამაში კარიმ არ ითამაშა და ზაზას მეტის აღებამ მოუწია თავის თავზე,აიღო და ჩააგდო კიდეც.ასე რომ ვისაც არ გჯერათ, გაგვატარეთ,ზაზა კიდევ მოუმატებს.
სოსო
19:20 31-01-2017
0
ზაზა ძალიან მიყვარს და ვაფასებ.
ეზრა
14:28 31-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული