მაიკლ დიქსონის 21 ქულა და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საგზური

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ამერიკელი ლეგიონერი მაიკლ დიქსონი ევროპის ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ითამაშებს. ათენის აეკ-მა მისი ლიდერობით ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაასრულა და პლეი-ოფში თამაში გაინაღდა, ბერძნული კლუბის მეტოქე კი დასკვნითი ტურის ყველა მატჩის დასრულების შემდეგ გაირკვევა.

აეკ-მა პოლონურ "ზიელონა გორას" 71:64 სძლია, საქართველოს ეროვნული ნაკრების ამერიკელი გამთამაშებელი კი ორივე გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო. დიქსონმა მოედანზე 28:13 წუთი გაატარა და 21 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. მაიკლმა 2-დან 1 ორქულიანი, 9-დან 6 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ
დაკარგა და პერსონალური ფოლი არ მიუღია.

ათენურ კლუბს 14 ტურში 9 გამარჯვება მოუგროვდა და ჯგუფში სტამბულის "ბეშიქთაშის" კვალად მე-2 ადგილზე გავიდა.

gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ ასეთ ფორმაში შეხვდა ევროპას,ჩინებული იქნება.
სოსო
20:03 26-01-2017
0

სიახლეები პოპულარული