დუდა სანაძის 13 ქულა სათასო მატჩში გასამარჯვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა

AutoSharing Option
დუდა სანაძე მოედანს დაუბრუნდა და საკმაოდ შედეგიანადაც, თუმცა მისმა გუნდმა წააგო. ქართველი უკანახაზელის "პრიმორსკამ" "ალპე ადრიას" თასზე "ჰელიოსს" უმასპინძლა და 56:71 დამარცხდა.

სანაძემ 13 ქულა მოაგროვა, რაც მის გუნდში ტროი ფრანკლინის შემდეგ (16) მეორე შედეგი გახლდათ.

"ალპე ადრიას" თასის საპასუხო შეხვედრა სანაძის გუნდს 6 თებერვალს სტუმრად ელის.

gbf.ge
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული