თიკა ალავიძე-ფაჩულია: თქვენმა თანადგომამ ყველანაირი ნეგატივი გადაფარა

AutoSharing Option
NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩისთვის ხმის მიცემის დასრულების შემდეგ შედეგებს ზაზა ფაჩულიას მეუღლე თიკა ალავიძე-ფაჩულია გამოეხმაურა.

- NBA ALL STAR-ის ხმის მიცემის საბოლოო შედეგები ცნობილია

საქართველოს ნაკრებისა და "გოლდენ სტეიტის" წევრის მეუღლემ სოციალურ ქსელში მადლობა გადაუხადა ყველა მხარდამჭერს.

"დიდი მადლობა ყველას, ვინც ერთი სტატუსი მაინც დაუთმო ზაზას, თქვენი თანადგომა ყველაფერზე წინ დგას, გადაფარა ყველანაირი ნეგატივი, რაც ამ დღეების განმავლობაში მე და ჩემმა ოჯახმა მივიღეთ! ის ცინიზმი და გულგრილობა, რაც ამ ამბავმა გამოიწვია! ზაზას ბოდიშს ვუხდი, რომ არცერთხელ სახალხოდ არ გამომიხატავს მისი
მხარდაჭერა, რადგან ვთვლიდი, რომ შეიძლებოდა ვინმე ამით შემეწუხებინა და გამეღიზიანებინა! ვამაყობ შენით, როგორც ქართველი და არა როგორც შენი მეუღლე.
რთულია, გაიარო ის გზა, რაც შენ და დღეს ასეთ დონეზე ისეთივე შემართებით თამაშობდე, როგორც მაშინ, როდესაც პირველად დადგი ფეხი მოედანზე, არცერთხელ არ თქვა სიტყვა დავიღალე და მეზარება! ყველა მომავალ სპორტსმენს ვუსურვებ გამძლეობას, შრომისმოყვარეობას და თქვენი ქვეყნის სიყვარულს!", - წერს ალავიძე "ფეისბუქზე".

Sportall.Ge

- კომენტარი ზაზა ფაჩულიაზე, რომელმაც 1000-ზე მეტი მოწონება დაიმსახურა
ასევე დაგაინტერესებთ