bleacherreport.com: "ოლ სტარის" სასტარტო ხუთეულები ასეთი იქნება...

AutoSharing Option
NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩის სასტარტო ხუთეულები რამდენიმე საათში (20 იანვარს, 04:00 საათზე) გამოქვეყნდება. bleacherreport.com შეეცადა, გამოეცნო "დასავლეთისა" და "აღმოსავლეთის" სავარაუდო შემადგენლობები.

მოგეხსენებათ, NBA ფანების, მედიისა და კალათბურთელების ხმებს დააჯამებს და ორივე გუნდის სასტარტო ხუთეულებს გამოაქვეყნებს.

გამოცემის აზრით, ხუთეულები ასე დაკომპლექტდება:

აღმოსავლეთი
კაირი ირვინგი, დემარ დეროუზენი, ლებრონ ჯეიმსი, იანის ანდეტოკუნმპო, კევინ ლავი

დასავლეთი
ჯეიმს ჰარდენი, სტეფ კარი, კევინ დურანტი, კავაი ლეონარდი, ენტონი დევისი

ფანების გამოკითხვის მეორე შუალედური შედეგების მიხედვით, ზაზა ფაჩულია დასავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზე იყო 800 ათასზე მეტი ხმით და არა გვგონია,
არც ფანების საბოლოო შედეგის მიხედვით დაეთმო ეს ადგილი. bleacherreport.com-იც ამ აზრზეა - ის მეორე ადგილზე დაასრულებდა ფანების გამოკითხვას.

სამწუხაროდ, წლეულს ეს უკვე არ არის საკმარისი "ოლ სტარში" სათამაშოდ, საჭიროა, ფანების (50%) და მედიისა და კალათბურთელების (25%-25%) გამოკითხვების შემდეგ საუკეთესო საშუალო მაჩვენებელი გქონდეს.

bleacherreport.com ვარაუდობს, რომ კალათბურთელთა შორის გამოკითხვაში ზაზა 30-ე ადგილზე გავა, მედიაში კი - 25-ზე, ეს კი მის თამაშს სასტარტო ხუთეულში გამორიცხავს.

"არავინ უნდა იდარდოს, რომ ზაზა ფაჩულია "ოლ სტარის" სასტარტოში ითამაშებს. ერთადერთი ვარიანტია, თუ მედია და კალათბურთელები ტრიუკს მოაწყობენ და მას ხმებს მისცემენ. ქვემოთ არის ჰიპოთეტური სიტუაცია, რომლის მიხედვითაც ზაზას საშუალო მაჩვენებელი სასტარტოში მოხვედრის შანსს არ მისცემს", - წერს გამოცემა.

bleacherreport.com-ის სავარაუდო შედეგები დასავლეთის ფორვარდებში (3 გადის)

Sportall.Ge

გამოცემა კიდევ უფრო შორს მიდის და აცხადებს, რომ ზაზას არც მწვრთნელის მიერ შერჩეულ სათადარიგოთა შორის უნდა ველოდოთ. დასავლეთის გუნდში კი სათადარიგოებად რასელ უესტბრუკს, დემიენ ლილარდს, დემარკუს კაზინსს, მარკ გასოლს, დრეიმონდ გრინს, გორდონ ჰეივარდსა და ლამარკუს ოლდრიჯს განიხილავს.
მკითხველის კომენტარები / 7 /

გავკ..ი ამერიკას ევროპასაც და რუსეთსაც მთავარია ზაზამ ალალად დაიმსახურა ჩვენი გვერდში დგომა

კახა
05:30 20-01-2017
0
ნბა-ს კანონი შეცვალეს ზაზას საწინააღმდეგოდ! ამერიკული დემოკრატია! აბა,ინგლისი ყოფილიყო? რა უნდა ჯელტმენს ამერიკაში?
მართალი
02:31 20-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული