ზაზა ფაჩულიას 8 ქულა, 6 მოხსნა და გამარჯვება "მაიამისთან" [VIDEO]

AutoSharing Option
11 იანვარს, დილით, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მომდევნო მატჩში "მაიამის" უმასპინძლა და ანგარიშით 107:95 დაამარცხა.

ქართველი ცენტრი, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 23:41 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 8 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და ერთი ჩაჭრა მოიპოვა, ხოლო ბურთი ორჯერ დაკარგა. ზაზამ 5-დან 3 ორქულიანი და 2-დან ორივე საჯარიმო ჩააგდო.
ზაზა ფაჩულიას საუკეთესო მომენტები "მაიამისთან"
Sportall.Ge

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 28-28 ქულა კევინ დურანტმა და სტუმართა კალათბურთელმა ჰასან უაიტსაიდმა მოაგროვეს. ამასთან ერთად, უაიტსაიდმა 20 მოხსნაც მიითვალა.

სტეფ კარის ცოტა დააკლდა სამმაგ დუბლამდე, მის ანგარიშზე 24 ქულა, 9 პასი და 8 მოხსნა დაგროვდა.
სტეფ კარის შესანიშნავი პასი და ზაზა ფაჩულიას ჩაგდება
Sportall.Ge

ოკლენდელებს არ ჰყავდათ კლეი ტომპსონი, მისი ადგილი სასტარტოში კი პატრიკ მაკკოიმ დაიკავა.
იხილეთ ვიდეო: გოლდენს სტეიტი-მაიამი 107:95
Sportall.Ge

33 მოგებითა და 6 მარცხით "გოლდენ სტეიტი" კვლავ პირველია NBA-ში. ფაჩულიას გუნდი მომდევნო მატჩს 13 იანვარს შინ "დეტროიტთან", ჩვენი დროით დილის 07:30 საათზე გამართავს.
ასევე დაგაინტერესებთ