ზაზა ფაჩულიას 8 ქულა, 6 მოხსნა და გამარჯვება "მაიამისთან" [VIDEO]

AutoSharing Option
11 იანვარს, დილით, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მომდევნო მატჩში "მაიამის" უმასპინძლა და ანგარიშით 107:95 დაამარცხა.

ქართველი ცენტრი, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 23:41 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 8 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და ერთი ჩაჭრა მოიპოვა, ხოლო ბურთი ორჯერ დაკარგა. ზაზამ 5-დან 3 ორქულიანი და 2-დან ორივე საჯარიმო ჩააგდო.
ზაზა ფაჩულიას საუკეთესო მომენტები "მაიამისთან"
Sportall.Ge

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 28-28 ქულა კევინ დურანტმა და სტუმართა კალათბურთელმა ჰასან უაიტსაიდმა მოაგროვეს. ამასთან ერთად, უაიტსაიდმა 20 მოხსნაც მიითვალა.

სტეფ კარის ცოტა დააკლდა სამმაგ დუბლამდე, მის ანგარიშზე 24 ქულა, 9 პასი და 8 მოხსნა დაგროვდა.
სტეფ კარის შესანიშნავი პასი და ზაზა ფაჩულიას ჩაგდება
Sportall.Ge

ოკლენდელებს არ ჰყავდათ კლეი ტომპსონი, მისი ადგილი სასტარტოში კი პატრიკ მაკკოიმ დაიკავა.
იხილეთ ვიდეო: გოლდენს სტეიტი-მაიამი 107:95
Sportall.Ge

33 მოგებითა და 6 მარცხით "გოლდენ სტეიტი" კვლავ პირველია NBA-ში. ფაჩულიას გუნდი მომდევნო მატჩს 13 იანვარს შინ "დეტროიტთან", ჩვენი დროით დილის 07:30 საათზე გამართავს.
ზაზას ახლა დიდი დატვირთვები არ ჭირდება...ვფიქრობ ფლეიოფებისათის შეინახოს თავი უკეთესია..იქ უკვე მოდუნების უფლება არ ექნება მეტი ენერგია და ძალა დაჭირდება..
ბუჯანგა
02:20 12-01-2017
0
ზაზაზე არავინ დაობს რო ცუდიუ მოთამაშეა ზაზა არის კარგი მოთამაშე კაი კალათბურთელია ამდენი წელია ებიაიში თამაშობს მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ტყუილად არავინ აყვადა მე ვფიქრობ ებიაიში პირველია ზაზა თავის პოზიციაში ყველაფერს აკეთებს ბოლომდე იხარჯება ერთი მინუსი აქვს უჩირს ახთომა და ჩატენვა ეს არის მიზეზი
irakli
23:04 11-01-2017
0
321-ს. რატო ბარსაში და არა "რეალში"?
0
ფაჩულია თამაშობს მსოფლიოს საუკეთესო გუნდში და მეტი რაღა უნდა დაამტკიცოს ამ კაცმა. სკეპტიკოსების საყურადღებოდ!!!!!
ერთი ქართველი ფეხბურთელი მანახა ბარსაში შემთვევით მოხვედრილი
0
ზაზა ძალიან მაგარია.კარგად თამაშობს.მაგრამ ცოტა პუბლიკაზეც უნდა ითამაშოს,ჩატენვების უნდა გააკეთოს
გოჩა
17:55 11-01-2017
0
j.s

ამერიკელი მედია და მოთამაშეები ხმის მიცემის დროს მაგ კომენტარს გაითვალისწინებენ, როგორმე მიაწოდე ჩქარა
0
ზაზა კიდევ მოუმატებს.
სოსო
13:22 11-01-2017
0
მ,მ-ს

მე მგონი ზაზამ თქვენზე კარგად იცის როდის ჩატენოს.

ვარსკლავობა ჩატენვებით არ გამოჩნდება. ის ისედაც ვარსკვლავია უკვე,

ზაზას მარიაჟობა არ უყვარს.
j.s..
12:58 11-01-2017
0
ზაზა კვლავ თავის სიმაღლეზეა.

კიდევ ერთი ბრიწყინვალე თამაში და მისი გმირული მოქმედებები.

რა ბედნიერია ერი, როცა ასეთი შვილი ჰყავს.
ჯონი
12:07 11-01-2017
0
ყველა ბურთი ჩასატენი იყო, ცოტა თავადაც ივარსკვლავოს , რა გახდა 10 სანტიმეტრზე ახტომა
0
სიახლეები პოპულარული