ქართული კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

ილიას ზუროსი: კმაყოფილი ვარ, თუმცა დაცვის ხაზია გასაძლიერებელი

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები თბილისშია და "მერიის თასისთვის" ემზადება. ჩვენმა გუნდმა დღეს სპორტის სასახლეში ღია ვარჯიში გამართა.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"უპირველესად, მსურს მადლობა გადავუხადო ჩემი გუნდის კალათბურთელებს, რომლებიც დაუღალავად ვარჯიშობენ. რამდენიმე კარგი ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ, სადაც უკეთ დავინახეთ ჩვენი პლუსები და მინუსები.

შემიძლია ვთქვა, რომ ამჟამინდელი სათამაშო ფორმით კმაყოფილი ვარ, თუმცა დაცვის ხაზია გასაძლიერებელი, სადაც პრობლემები გვაქვს. გასათვალისწინებელია, რომ ახალი გუნდი იქმნება, ახალგაზრდა მოთამაშეები დავიმატეთ...

ახლა ზაზა ფაჩულია დაგვიბრუნდა, რომელსაც ფორმაში შესასვლელად გარკვეული დრო დასჭირდება.
31 აგვისტოსთვის ვემზადებით და მჯერა, ამ დღისთვის უკვე სრულად მზად ვიქნებით და საკვალიფიკაციო ეტაპს კარგ ფორმაში მყოფნი დავიწყებთ.

გიორგი ცინცაძეს მცირე ტრავმა აქვს და სავარაუდოდ, ამ თამაშებს გამოტოვებს. ვიმეორებ: ჩვენი მიზანი 31 აგვისტოსთვის სრულად მზადყოფნაა და ზედმეტი ტრავმები არ გვსურს", - განაცხადა ზუროსმა.

შეგახსენებთ, რომ "მერიის თასზე" ქართველთა მეტოქეები 12 აგვისტოს ჰოლანდია, 13-ში - უკრაინა და 14 აგვისტოს რუსეთის ნაკრებები იქნებიან. სამივე შეხვედრა სპორტის სასახლეში 20:00 საათზე დაიწყება.ბილეთების ფასი 5, 10 და 15 ლარს შეადგენს.
ასევე დაგაინტერესებთ