ქართული კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

თბილისში "მერიის თასზე" სათამაშოდ რუსეთის ნაკრები ჩამოვა

AutoSharing Option
დღეს, 19 თებერვალს, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრესკონფერენციო დარბაზში ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის წარდგენისას, ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ "მერიის თასზე" ჩვენი გუნდის მეტოქეებზე ისაუბრა.
დედაქალაქის "მერიის თასზე" საქართველოში სათამაშოდ ჰოლანდიის, მაკედონიისა და რუსეთის ეროვნული ნაკრებები ჩამოვლენ.

"მერიის თასი" ყოველი წლის აგვისტოში ტარდება. ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ რიცხვებში ჩატარდება აღნიშნული შეხვედრები, თუმცა, როგორც ფედერაციის პრესსამსახურმა გვაცნობა, სავარაუდოდ, ტურნირი 12-14 აგვისტოს ჩატარდება.

შეგახსენებთ, 2014 წელს ტურნირის გამარჯვებული ჩვენი ნაკრები გახდა, 2015-ში კი
ტიტული იტალიელებს დარჩათ.
ასევე დაგაინტერესებთ