ზაზა ფაჩულიას "ოლ სტარისთვის" 14 228 ხმა დააკლდა - ჯერი მწვრთნელზეა

AutoSharing Option
დღეს NBA ALL-STAR-ის აღმოსავლეთისა და დასავლეთის ვარსკვლავების გუნდების მონაწილეთა ვინაობა ოფიციალურად ტელეარხ TNT-ზე გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ "ოლ სტარში" სათამაშოდ საჭირო იყო სამეულში მოხვედრა. მატჩზე მოხვედრის შანსი პირველად ჰქონდა საქართველოს ნაკრებისა და "დალას მავერიკსის" ცენტრ ზაზა ფაჩულიას, რომელსაც, სამწუხაროდ, მიზნამდე 14 228 ხმა დააკლდა - 768,112 ხმით ქართველი მეოთხე ადგილზე გავიდა.


ფაჩულიამ ბოლო არასრულ კვირაში 450, 000 ხმაზე მეტი მიიღო, რაც გამორჩეული შედეგია და ამას ნბა-ს ანალიტიკოსებიც აღნიშნავენ. ზაზამ ზურგსუკან მოიტოვა მსოფლიო კალათბურთის ვარსკვლავები - ტიმ დანკანი, დემარკუს კაზინსი, ბლეიკ გრიფინი, დრეიმონდ გრინი.

კობი ბრაიანტი (ლეიკერსი) 1 891 614
კევინ დურანტი (ოკლაჰომა სიტი) - 980 787
კავაი ლეონარდი (სან ანტონიო) - 782 339
ზაზა ფაჩულია (დალასი) - 768 112
დრაიმონდ გრინი (გოლდენ სტეიტი) - 726 616
ბლეიკ გრიფინი (კლიპერსი) - 651 860
ენეს კანტერი (ოკლაჰომა სიტი) - 534 499

ხმის მიცემის პროცედურა ჩვენი დროით 19 იანვარს, დილის
08:59 საათზე დასრულდა. ხმის მიცემა მიმდინარეობდა NBA-ს ოფიციალური ვებგვერდით, "ფეისბუქით", "ტვიტერით", "გუგლ პლუსით" და "ინსტაგრამით".

ისტორიაში პირველად, NBA-ს ALL-STAR-ი აშშ-ის საზღვრებს მიღმა გაიმართება. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ვარსკვლავების მატჩი კანადაში, ტორონტოში 14 თებერვალს ჩატარდება.

გამოკითხვის შედეგად შერჩეული ხუთეულები ასე გამოიყურება:
აღმოსავლეთ კონფერენცია
ლებრონ ჯეიმსი ("კლივლენდი"), პოლ ჯორჯი ("ინდიანა"), კარმელო ენტონი ("ნიუ იორკი"), დუეინ უეიდი ("მაიამი"), კაილ ლოური ("ტორონტო").

დასავლეთ კონფერენცია
კობი ბრაიანტი ("ლეიკერსი"), კევინ დურანტი ("ოკლაჰომა სიტი"), კავაი ლეონარდი ("სან ანტონიო"), სტეფ კარი ("გოლდენ სტეიტი"), რასელ უესტბრუკი ("ოკლაჰომა სიტი").

"ოლ სტარის" მონაწილე დანარჩენ 8-8 მოთამაშეს დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციათა ნაკრები გუნდების მწვრთნელები დაასახელებენ. შესაბამისად, არსებობს ქართველი ცენტრის "ოლ სტარზე" მოხვედრის შანსი. დასავლეთის გუნდს "სან ანტონიოს" თავკაცი გრეგ პოპოვიჩი გაწვრთნის და მასზეა დამოკიდებული, ითამაშებს თუ არა ზაზა "ოლ სტარში".

იხილეთ ინგლისური ვერსია - Zaza Pachulia fell short of the NBA All Star by only 14 228 votes
emre-მ დაწერა სიმართლე...ძალიან ნაკლები შანსი აქვს ფაჩულიას ბევრი მიზეზის გამო...ისე მალადეც ქართველ ხალხს...
a talanti
17:37 22-01-2016
0
ვენაცვალე ზაზას, გულით მინდოდა რო ოლ სტარში მენახა და დღე არ ჩამიგდია ხმა რო არ მიმეცა, მაგრამ მოდი რა რეალურად შევხედოთ ... ვის აწყობდა ეხლა ზაზას ყოფნა მაგ შოუში? ოლ სტარი დიდი ხანია აღარ არის სერიოზული დაპირისპირება, მხოლოდ შოუს ელემენტებია ჩართული. ტიმდანკანსაც კი ძალიან მცირე დროს აძლევდნენ ყველა ვარსკვლავებში. იმიტომ რომ არაა შოუს მოთამაშე. ზაზა ვერ ახტება გრიფინივით და ჯორდანივით, ვერ გააკეთებს დრიბლინგს და ვერ შესთავაზებს მაყურებელს იმას რისი ნახვაც უნდათ. ზაზა მაგარია უბურთოთ თამაშისას, გუნდურად, მოხსნებში და საჯარიმო სროლებში. ეგ ყველაფერი არ აინტერესებთ მაგ შოუში
emre
15:25 22-01-2016
0
ზაზს წარმატებებს ვუსურვებ.მტყუან მართლის გარჩევას შევეშვათ. მე პირადად გამიხარდა მ4 ადგილი ასეთ კომპანიაში.
თავი თავიმშვიდოთ იმითი, რომ 14000 ხმა დაკლადა. აბა 1 ხმა რომ დაკლებოდა გული გამისკდებოდა :)
ოთარი
15:15 22-01-2016
0
"ლევანი"-ს სრულად ვეთანხმები. მართლაც უდიდესი წარმატებაა ამ მართლაც ვარსკვლავებში მე-4 ადგილი. აღმოსავლეტ კონფერენციაში ხმების მაგ რაოდენობიტ სულ შხუილით მოხვდებოდა 'ოლ სტარში", მარტო ლებრონ ჯეიმსი გაუსწრებდა.
ცოტა ხნის წინ "ევრობასკეტ 2017"-ის შესარცევის კენჭისყრა დამთავრდა. საკმაოდ რთული ჯგუფია, თანაც მასპინძელი ბულგარეთი ჩვენთან მოხვდა. აი, ეხლა უნდა გამოიჩინოს ზაზამ თავი და ქვეყანა ასახელოს.
თენგო
15:04 22-01-2016
0
დურანტი ამ და წინა სეზონში ტრავმებისკენ არის მიდრეკილი, იქნებ ახლაც მიიღოს სულ რაღაც ერთთვიანი ტრამვა :D მითუმეტეს მას სანსი მომდევნო წლებშიდაც ექნება. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, მაგრამ ისეთ ხუმრობას რა ვუთხარი თუ შიგ 50% სიმართლე არ დევს :D
დათო
14:39 22-01-2016
0
8 კაციდან ჩათვალეთ 4 უკვე შევსებულია პოლს, ჰარდენს, კაზინს და დევისს არ დატოვებს და არც უნდა დატოვოს. გრიფინი თუ გამოჯანმრთელდა მანამდე, დაუძახებს, ესეც 5. 3 ადგილი დაგვრჩა. ამ 3 ადგილზე იმხელა კონკურენციიაა მტრისას. 10-15 ისეთი ვარვსკვლავია.
ჩიკო
14:28 22-01-2016
0
დიდი სურვილი მქონდა ზაზა სამეულში მომხდარიყო და ჩემგან 100 ხმა მაინც ექნება მიღებული, თუმცა ვთვლი და ვინც სპორტის ამ სახეობაში ერკვევა, დამეთანხმება, რომ მე-4 ადგილი არის უნიკალურად მაღალი შედეგი. რომ არა ქართველ გულშემატკივართა მართლაც უზარმაზარი მხარდაჭერა, შეუძლებელი იქნებოდა ათეულში მოხვედრაც. გახვიდე მე-4 ადგილზე და გაუსწრო დრაიმონდ გრინს, ბლეიკ გრიფინს, ტიმ დანკანს(?!), დემარკუს კაზინს, დუაიტ ჰოვარდს, ენტონი დევისს, დირკ ნოვიცკის... ეს NBA-სთვის ფანტასტიკის სფეროა. ის რომ აღმოსავლეთ კონფერენციაში ყოფილიყო, "ოლ სტარს"-ში მოხვდებოდა, რადგან მეორე ადგილზე გასულ პოლ ჯორჯს მხოლოდ 711 595 ხმა აქვს და მხოლოდ გენიალურ ლებრონ ჯეიმსს აქვს ზაზაზე მეტი ხმა. მოკლედ, სიტყვები არ მყოფნის, ეს იმხელა წარმატებაა.
P.S. ისე, გამორიცხული არ არის, ზაზას მომხრეების ამდენი ხმა რომ შევიდა, რაღაც ოდენობაზე ე.წ. პროგრამულად ფილტრი დაეყენებინათ, ან დაებლოკათ.
ლევანი
14:18 22-01-2016
0
პოპოვიჩი დანკანს არ წაიყვანს და არც პარკერს. როცა ახალგაზრდები იყვნენ მაშინაც არ ევასებოდა როცა მისი გუნდიდან იზახებდნენ ტონის ტიმის და მანუს. ასე რომ ზაზას დიდი შანსი აქვს. ჩემი აზრით კაზინსსაც აიყვანს დევისსაც და ზაზასაც და დრეიმონდ გრინსაც. ბოლო ბოლო რეალურად მძიმე ფორვარდიც კი არ ყავს სასტარტოში, სამი მცველი და 2 მსუბუქი ფორვარდია. გრიფინი და ჯორდანის არ დაგვავიწყდეს. მცველებში ჰარდენს და პოლს აიყვანს. შეიძლება რონდოც
ჩიკო
14:01 22-01-2016
0
დროზე რო ყოფილიყო დეტალურად ახსნილი თუ როგორ მიგვეცა ხმა ისე რომ არცერთი ხმა არ დაკარგულიყო პირველ ადგილზე იქნებოდა ფაჩულია, უბრალოდ ჩვენი უცოდინარობის ბრალია ის რაც მოხდა და ამაში ჩვენ დამნაშავე ნამდვილად არავართ რადგან ძალიან ბევრისთვის ოლ სტარისათვის ხმის მიცემა პირველად მოხდა. ამ ჩვენი ჟურნალისტების გადამკიდე კიდე კარგად მიიგო ხმები, 10 დეკემბერს დაწყებული ხმის მიცემის შესახებ რომ 5 იანვარს დაწერენ, 14 იანვარს რომ აგიხსნიან აქამდე ხმას არასწორად აძლევდითო არ გიკვირთ ეს ხმებიც რომ მიიღო? ყველა მაქსიმალურად რომ ვცდილობდით ზაზას ოლ სტარში რომ ეთამაშა ამაში დარწმუნებული ვარ
მეგრე
13:49 22-01-2016
0
საკართველოს დონეზე ბერა მაიკლ ჯექსონია და ზაზა ფანჩულია მაიკლ ჯორდანი
vova
13:25 22-01-2016
0
ბერას 200 000 ხმა ჩანს მანდ :) იმიტო რო 300 000 ჰქონდა 5 დღის წინ და 700 000-ს გაცდა. მერე მეორე ხალხო პოპოვიჩი დევისს დიდ უპირატესობას ალბათ არ მიანიჭებს, ტიმ დანკანი ნუ გავიწყდებათ, წლებია ერთად მოდიან დიმი და ეგ პოპოვიჩი, თუმცა დანკანი 30 წუთს თუ გაქაჩავს, მეორე ცენტრიც ჭირდება და სავარაუდოდ კაზინსი იქნება, მაგრამ არაა გამორიცხული რომ ზაზას მისცეს შანსი, იმიტო რომ ჩემი აზრით პოპოვიჩის ტაქტიკაში ჯდება. და მესამე, 2 მილიონი ხმა ვერ ექნებოდა, რადგან ძალიან ბევრი ისე პოსტავდა "ფეისბუკზე" რომ სტატუსი "ფაბლიკზე" არ ეყენა. ვისაც ეყენა და პოსტავდა, მერე სადღაც კომენტარებშიც აძლევდა ხმას და ამ შემთხვევაში ყველა ხმა უქმდებოდა, ზოგი დახურულ ჯგუფებშიც აძლევდა და პოსტავდა და ეგონა რო მიიღებოდა ხმები და მოკლედ არაზუსტი მოქმედებების ბრალია, თორემ მართლაც გაადააჭარბებდა ზაზა მილიონ ხმას
lasha
13:19 22-01-2016
0
ძალიან დამწყდა გული..
14 ათასი ხმა ყველაზე უფრო გულდასაწყვეტია..
იმედია პოპოვიჩი გაითვალისწინებს გამოკითხვის შედეგებს და ზაზას აიყვანს კაზინსთან ერთად
georgiano
13:03 22-01-2016
0
რაც არ უნდა იყოს ზაზა ძალიან მაგარია და NBA-ს 5 საუკეთესო ცენტრს შორის შედის დღესდღეობით ჩემი აზრით
შაკო
10:39 22-01-2016
0
დასავლეთის ცენტრებიდან პოპოვიჩი ალბათ კაზინსსა და დევისს აირჩევს სამწუხაროდ
შაკო
10:38 22-01-2016
0
ამათაც ყოლიათ მათი ჩამწყობ-გამყალბებლები,როგორც ცეესკოს თარხნიშვილი
Nikola
10:00 22-01-2016
0
ჩაწყობები და ჩემიან სხვისიანი ამერიკაშიც მოსულია,მიხვდნენ რო მათთვის ვიღაც გადამთიელი გადიოდა პირველ ადგილზე, და როგორც ამერიკელებმა იციან ამიც პრეცენდენტი არ დაუშვეს!!!! ანუ ყველგან მაიმუნობაა რა!!!
Nikola
09:53 22-01-2016
0
სადააა ბერას 200 000 ხმა?
Vazha
09:50 22-01-2016
0
Imashi tu vinmes echvi epareba rom es chawyobili araa, zazas hqonda 2milionze meti xma udavod pirvel adgilze iyo, magram tavdayira dgeboda yvelaferi nbashi amitom arc mwvadi dawves arc shamfuri da me4adgili gvibodzes
Jariskaci
08:58 22-01-2016
0
სამწუხაროა! ზაზამ საერთო ჯამში ქულებით 8 ადგილი დაიკავა! ანუ 8 საუკეთესოშია და შესაძლოა 20 კაცშიც ვერ მოხვდეს (
გიორგი
05:52 22-01-2016
0
არ მეგონა ამას თუ ვიტყოდი მარა ჩაწყობილია
ალადასტური
04:47 22-01-2016
0
სიახლეები პოპულარული