საქართველოს ნაკრებში კოკოშკოვის სავარაუდო შემცვლელის ვინაობა დასახელდა

AutoSharing Option
გამოცემა "სპორტანდომ" მეტად საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელობის კანდიდატად ბერძენი სპეციალისტი ილიას ზუროსი განიხილება.

მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკება და თუ მიმდინარეობს, რა ეტაპზეა, ამის შესახებ "სპორტანდო" არაფერს იუწყება.

ილიას ზუროსს მრავალფეროვანი კარიერა აქვს, როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე საკმარისად გამოცდილია. 2011 წელს საბერძნეთის ნაკრებს ევრობასკეტზე გაუძღვა და ამ გუნდთან ერთად 2012 წლის ოლიმპიადაზეც იმუშავა.

საინტერესოა, რომ გიორგიოს კეცელიდისთან ერთად ლიტვურ "ჟალგირისშიც" მუშაობდა. 2014-15 წლებში კი თურქული "თოფაზის" მთავარი მწვრთნელი იყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 6 /
კოკოშკოვი კარგი მწვრთნელია, თუმცა საქართველოს ნაკრებთან შესაძლებლობები ამოწურა. ამას თავადაც აცხადებს და კალათბურთელებიც. რაც შეეხება ილიას ზუროსს, იგი კოკოშკოვზე უფრო მაღალი დონის და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია, რაზეც მისი კარიერაც მეტყველებს. ძალიან ამბიციური და წარმატებული წარსულის მქონე საბერძნეთის ნაკრების მისთვის ჩაბარება თავისთავად მის მაღალ კვალიფიკაციას ნიშნავს. 2012 წლის ოლიმპიადაზე რომ ვერ მხოვდნენ, ჩავარდნად ვერ ჩაითვლება, რადგან ევროპიდან საკვალიფიკაციო ტურნირიდან მხოლოდ ორი გუნდი გავიდა(რუსეთი და ლიტვა). მანამდე კი, ესპანეთი და საფრანგეთი, როგორც ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული და ფინალისტი, აგრეთვე დიდი ბრიტანეთი, როგორც მასპინძელი.
გასულ წელს დაინიშნა თურქეთის სუპერლიგაში ბოლო ადგილზე გასული ბურსას "თოფაზი"-ს მთავარ მწვრთნელად. ამჟამად, მისი გუნდი პირველ ლიგაშია და 16 მატჩიდან ყველა მოგებული აქვს. ასე რომ, თუ მართლა მიმდინარეობს მოლაპარაკება და დაგვთანხმდა, წარმატებები ვუსურვოთ.
თენგო
15:25 12-01-2016
0
პაპას აქ ცხონება,მალე მოგვიწევს კოკოშკოვის უკან დაბრუნებით ხვეწნა!!!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული