იგორ კოკოშკოვი სერბეთის ნაკრებს არ გაწვრთნის

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, სერბეთის საკალათბურთო ნაკრებიდან წასული დუშან ივკოვიჩის შემცვლელად, სხვებთან ერთად, საქართველოს ნაკრების თავკაცი იგორ კოკოშკოვიც მოიაზრებოდა.

სერბული "ბლიცის" ახალი ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს ნაკრების ქომაგებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ - კოკოშკოვი აღარ განიხილება კანდიდატად, რადგან თითქმის გადაწყვეტილია - ივკოვიჩს ალექსანდარ ჯორჯევიჩი შეცვლის.

ჯორჯევიჩი წარსულში დიდი კალათბურთელი იყო. მან ერთხელ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი (1998), ოთხჯერ ევრობასკეტი, ერთხელ კი ოლიმპიადის ვერცხლისპრიზიორი (1996) გახდა.

სხვათა შორის, იმავე "ბლიცზე" მიმდინარეობს გამოკითხვა, ვის მიიჩნევენ ფანები ყველაზე სასურველ კანდიდატად სერბეთის ნაკრების მწვრთნელის პოსტზე.

ლიდერობს ჯორჯევიჩი - 46,3%, მეორეზეა
კოკოშკოვი - 25,2%. შემდეგ მოდიან: საშა ობრადოვიჩი - 12,3%, ალექსანდარ კესარი - 7%. 9 პროცენტი კი სხვა კანდიდატის შერჩევას ითხოვდა.

ასევე იხილეთ:
უნდა გავუგრძელოთ თუ არა იგორ კოკოშკოვს კონტრაქტი? [ნაწილი I]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული