კომპლიმენტი სერბთა მწვრთნელისგან: კოკოშკოვის გუნდი ქების ღირსია!

AutoSharing Option
16 აგვისტოს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ანტიბის საერთაშორისო ტურნირში სერბეთს ანგარიშით 75:71 სძლია.

მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა სერბეთის ნაკრების მწვრთნელმა, ევროპაში ერთ-ერთმა საუკეთესო სპეციალისტმა დუშან ივკოვიჩმა.

"ანტიბის ტურნირი ძალიან ცუდად დავასრულეთ. ქართველებთან მატჩში სათანადოდ მხოლოდ პირველი ტაიმი ვითამაშეთ, რაც წაგებად დაგვიჯდა. ამ შეხვედრიდან სათანადო დასკვნები უნდა გამოვიტანოთ.

კარგი გაკვეთილი იყო და გვეცოდინება, რომ გამარჯვება მაშინ მოდის, როდესაც მაქსიმალურად იხარჯები.

ამ წაგებამ მიწაზე დაგვანარცხა, თუმცა, ჯერ კიდევ არის დრო, რათა თავი ავწიოთ და ევროპის ჩემპიონატს სათანადო ფორმაში შევხვდეთ.

საწყის ნახევარში საპრეტენზიო არაფერი
მაქვს. თამაშს ვაკონტროლებდით და 15-ქულიანი უპირატესობაც მოვიპოვეთ. მარცხის მიზეზი კი ის გახდა, რომ მე-2 ნახევარში დაცვაში საშინლად გამოვიყურებოდით და 48 ქულა მივიღეთ, არადა პირველ ტაიმში მეტოქემ მხოლოდ 27 ქულა ჩააგდო.

ამასთან, ზონური დაცვა ვერაფრით დავაყენეთ და სამწამიან ზონაშიც სუსტად გამოვიყურებიდთ, რასაც მხოლოდ კაპიტან ნენად კრსტიჩს ვერ დავაბრალებ. შედეგად, გამარჯვება მოწინააღმდეგეს დარჩა და მათ ეს სრულიად დაიმსახურეს.

საქართველოს ნაკრებმა ბოლომდე თავდადებით იბრძოლა და საწადელს მიაღწია. იგორ კოკოშკოვის გუნდი ქების ღირსია".


gbf.ge

ასევე იხილეთ:
საქართველო-სერბეთი 75:71 - ასეთი ტიტულოვანი მეტოქე ჯერ არ დაგვიმარცხებია!
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს ის კოკოშკოვია "ბ" დივიზიონიდან რომ ამოგვათრია! ზოგიერთებმა ეს ბოლომდე შეუშვით თავში.

ნამუსიანი კაცი კოკოშკოვის გაგდებას არ უნდა მოითხოვდეს.
giorgi
23:08 18-08-2013
0
მალადეც ბიჰებო ცარმატებები.ტკვენ და საკარტველოს,
beso ckaltubo
20:24 17-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული