საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა სლოვენიაში პირველად ივარჯიშა [VIDEO]

AutoSharing Option
PLAYER_GET_VIDEOFLASH
სლოვენიაში ჩასულმა საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა პირველი ვარჯიში გამართა. თბილისიდან მგზავრობის შემდეგ ეს გახლდათ ეგრედ წოდებული აღდგენითი ვარჯიში, რომელზეც მოთამაშეებს ძირითადად კუნთების ტონუსში მოყვანა და მოთელვები დაევალათ.

ვარჯიშის დაწყებამდე, საღამოს, ნაკრებს შეუერთდა თორნიკე შენგელია, რომელიც სლოვენიაში ესპანეთიდან ჩავიდა. „ბასკონიას“ ქართველმა ფორვარდმა მწვრთნელები და მოთამაშეები მოინახულა. ის ვარჯიშზეც იმყოფებოდა, თუმცა მოედანზე მიმდინარე პროცესებში არ ჩაბმულა. შენგელია, ისევე როგორც ტრავმისშემდგომ რეაბილიტაციის პროცესში მყოფი ბექა ბურჯანაძე, თავდაპირველად, ინდივიდუალურად ივარჯიშებს.

ილიას ზუროსმა პირველად ნახა ვარჯიშში ნაკრების ახალწვეული ილია ლონდარიძე, ასევე „ბ“ ნაკრებიდან ეროვნულში გამოძახებული მოთამაშეები - ნოდარ გოგოძე და გიორგი გამყრელიძე. ვარჯიშის დაწყებამდე და დასასრულს მთავარი მწვრთნელი კალათბურთელებს მოკლედ გაესაუბრა და აუხსნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი მოსამზადებელი პერიოდი ელით წინ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული