საქართველოს "ბ" ნაკრები ჩინეთის საერთაშორისო ტურნირში გამოვა

AutoSharing Option
ისევე, როგორც შარშან, წლეულსაც შეიკრიბება საქართველოს "ბ" ნაკრები და ჩინეთის საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. გუნდი 12 ივნისს შეიკრიბება. მასში ის კალათბურთელები მოხვდნენ, რომლებსაც რიგიანი სეზონი ჰქონდათ.

"ბ" ნაკრებს კვლავ დავით უსტიაშვილი გაწვრთნის, რომელსაც ახალი ასისტენტი ჰყავს რამაზ გოგობერიშვილის სახით.

ნაკრები შეკრებას თბილისში, 12 ივნისს დაიწყებს და 26-ში ჩინეთში, საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება. ჩვენი გუნდი ჩინეთში 20 დღეს დაჰყოფს და საქართველოში 15 ივლისს დაბრუნდება.

"ბ" ნაკრების რამდენიმე წევრი ეროვნული გუნდის კანდიდატად მოიაზრება და მათი ძირითად ნაკრებთან შეერთების საკითხი ჩინური შეკრების
დასრულების შემდეგ გადაწყდება.

მოთამაშე დაბ.თარ. სიმაღლე გუნდი პოზიცია
სერგო ათუაშვილი 28.03.1985 225 რუსთავი ცენტრი
ლუკა ზაქრაძე 10.04.1996 193 სოხუმი გამთამაშებელი
გეგი ბაქრაძე 25.06.1994 203 ოლიმპი ფორვარდი
აკაკი დვალიშვილი 14.02.1991 207 ნოვოსიბირსკი ცენტრი
ოთარ ბულიავა 02.04.1994 198 სოხუმი ფორვარდი
რევაზ როგავა 01.02.1993 192 ოლიმპი გამთამაშებელი
ნოდარ გოგოძე 12.07.1994 190 დინამო უკანახაზელი
აკაკი ლომოური 17.01.1991 200 ქუთაისი ფორვარდი
ილია ლონდარიძე 15.09.1989 205 დინამო წინახაზელი
მიხეილ ჭოჭუა 10.04.1987 194 დინამო უკანახაზელი
ლაშა გამყრელიძე 04.02.1986 186 ტიტები გამთამაშებელი
კახა ტომარაძე 13.04.1995 201 ოლიმპი ფორვარდი
ავთანდილ ლომინაშვილი 26.10.1992 203 მგზავრები ფორვარდი
ბესიკ ლეჟავა 21.02.1986 193 ბათუმი უკანახაზელი
მთავარი მწვრთნელი: დავით უსტიაშვილი
თანაშემწე: რამაზ გოგობერიშვილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლონდარიზე უნდა გამოეზახატ ზირიტად ნაკრებსი ქუტაისტან ტიტკმის მან მოიგო ტამაში
შოთა გუგეშაშვილი
18:46 06-06-2017
0
)) კაით რა ბ ნაკრები კი არა ა ნაკრებში არაა სრულფასოვანი წევრები. ფულის მოჭრის კარგი გზაა ჩინეთში ვიზიტი მეტი არაფერი დარჩება მაქედან და კალათბურთელებს ოაესტკა და იაფი ტავარი))
გოგი
10:44 06-06-2017
0

სიახლეები პოპულარული