სუპერლიგა 2016/17: "ოლიმპმა" "კაკტუსი" დაამარცხა, "სოხუმმა" - "ბათუმი"

AutoSharing Option
დღეს, 24 დეკემბერს, საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მორიგი, მე-13 ტურის ცენტრალური შეხვედრა თბილისში გაიმართა, სადაც სატურნირო ცხრილის ფსკერზე მყოფმა "ოლიმპმა" "კაკტუსს" ანგარიშით 79:76 სძლია.

ტური 23 დეკემბერს რეგიონებში გამართული ორი მატჩით გაიხსნა. პირველი შეხვედრა აჭარაში გაიმართა, სადაც "ბათუმმა" "სოხუმს" უმასპინძლა და 10 ქულის სხვაობით - 78:88 დამარცხა. დღის მეორე მატჩში კი "ქუთაისმა" საკუთარ დარბაზში თბილისის "მგზავრებს" იოლად - 80:65 მოუგო.

ტური დღეს რუსთავში გასამართი შეხვედრით დასრულდება, სადაც ადგილობრივი გუნდი ჩემპიონატის ლიდერ, აქამდე დაუმარცხებელ "დინამოს" მიიღებს. მატჩი 18:00 სთ-ზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული