"შავი ზღვიდან" "ა" ლიგაში

AutoSharing Option
მეორე წელია, საქართველოს ჩემპიონატში "ა" ლიგა გაჩნდა. მისი არსებობა აუცილებელია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, უმაღლეს ლიგაში თამაშის მსურველ გუნდს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, თავი ერთით ქვედა ლიგაში გამოსცადოს და თუ დაიმსახურებს, მას მერე მიიღოს სუპერლიგაში თამაშის უფლება.

თუმცა "ა" ლიგაში მოხვედრაც არ არის იოლი. მასში მონაწილეობისთვის სამი გუნდი ითამაშებს საკვალიფიკაციოს: "ტიტები", "მარნეული" და IBSU (შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი).

"ტიტები" ჩვენი გაზეთის მკითხველს უკვე წარმოვუდგინეთ, "მარნეულზე" ახლო მომავალში მოგითხრობთ, დღეს კი IBSU-ს მთავარ მწვრთნელ დავით რიბაშვილს შეგახვედრებთ.

- "ტიტები", ნაკრები, "ტიტები" -
ინტერვიუ ლაშა გამყრელიძესთან


იგი მუშაობდა როგორც სხვადასხვა ასაკობრივ გუნდში, ასევე უმაღლესლიგურ კლუბებში. სხვათა შორის, 2003 წელს, როდესაც "ბათუმის" მთავარი მწვრთნელი ნუგზარ კანდელაკი იტალიაში იყო, სწორედ დავით რიბაშვილმა ჩაიყვანა ბათუმის "ბასკო" რუსთავში და თასის ფინალში გაამარჯვებინა. სხვათა შორის, ეს იყო საქართველოს თასის პირველი გათამაშება.

რაც შეეხება IBSU-ს, გუნდი უკვე შეიკრიბა, აქტიურად ემზადება საკვალიფიკაციო შეჯიბრებისთვის. "შავი ზღვის" შემადგენლობა მენეჯერმა ნიკა ჯანდიერმა წარმოგვიდგინა: ტატო თავართქილაძე, გიორგი ტეტელაშვილი, ირაკლი ჩერქეზიშვილი, გიორგი დოლიძე, გიორგი ბეშქენაძე, სოსო გოგნაძე, ირაკლი მეგენეიშვილი, ალექსანდრე ჩოჩია, თორნიკე ნინიაშვილი, ნიკა ღონღაძე, ალექსანდრე კოსენკოვი, გუგა პატარაია.

გუნდი მთავარმა მწვრთნელმა დავით რიბაშვილმა გაგვაცნო:

- IBSU თითქმის ერთი თვეა, რაც შეიკრიბა და მას მერე აქტიურად ვემზადებით. ხელმძღვანელია გიორგი ჯაფარიძე, მენეჯერი - ნიკოლოზ ჯანდიერი. ვარჯიშებს ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში ვატარებთ. შემადგენლობაში ბევრი გამოცდილი, ბევრიც ახალგაზრდა კალათბურთელია, IBSU მეტ-ნაკლებად თანაბრადაა დაკომპლექტებული.

რა იქნება IBSU-ს მთავრი მიზანი კარსმომდგარ სეზონში?

- ვიცით, რომ ჩვენი მოწინააღმდეგეებიც სერიოზულად ემზადებიან საკვალიფიკაციო ეტაპისთვის. ამასთან, "ა" ლიგაშიც ძლიერი გუნდები იქნებიან და რთულია მაქსიმალურად მაღალი მიზნების მიღწევა. ჩვენი მთავარი ამოცანა საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა, შემდეგ კი ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება. სწორედ ამის მერე დავისახავთ უფრო მაღალ მიზნებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული