სუპერლიგა. XXVI ტური: "დინამოს" პლეი ოფი, ბარბაქაძის 35

AutoSharing Option
რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტური რჩება, რის შემდეგაც საუკეთესო ოთხეული ჩემპიონობისთვის ბრძოლას ნახევარფინალიდან გააგრძელებს, ხოლო ქვედა ოთხეული სუპერლიგაში დასარჩენად იბრძოლებს.

თბილისის სპორტის ახალ სასახლეში გამართული პირველი მატჩი სატურნირო თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი იყო. დინამოელები მატჩამდე ქულით უსწრებდნენ "სოხუმს" და გამარჯვების შემთხვევაში სხვაობას კიდევ უფრო ზრდიდნენ, რაც პლეი ოფში გასვლის გარანტია გახლდათ.

ირაკლი ხოშტარიას შეგირდებმა დასახულ მიზანს მიაღწიეს, რთულად, მაგრამ მაინც მოახერხეს გამარჯვების მოპოვება, რაც მეტწილად მათი სერბი ლეგიონერის - მაქსიმ კოვაჩევიჩის დამსახურებაა. ბალკანელმა შეხვედრა 26 ქულით დაასრულა.

"ქუთაისმა" ბოლო პერიოდში გატეხა "ოლიმპი".
თითქმის მთელი 30 წუთის განმავლობაში თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, მეოთხე რაუნდში კი იმერლებმა 34:15(!) იმარჯვეს და მატჩი 26 ქულის სხვაობით მოიგეს.

შეუჩერებელი იყო ქუთაისელი გიგი ბარბაქაძე, რომელმაც საბოლოოდ 8-დან 8 ორქულიანი ჩააგდო, რასაც 8-დან 5 სამიანი და 7-დან 4 საჯარიმო მოაყოლა და შეხვედრა 35 ქულით დაასრულა. ეს ყველაფერი 24 წუთში მოასწრო.

დღეს "ბათუმი" "აკადემიას" მიიღებს, ხოლო "რუსთავი" - "მგზავრებს".

სუპერლიგა. XXVI ტური
14 აპრილი, თბილისი
დინამო-სოხუმი 67:62
20:15, 21:15, 15:15, 11:17
დინამო: შარაბიძე (6ქ), მაილსი (6ქ, 6პ), ლონდარიძე (13ქ, 13მ, 3პ, 2დ), მაჩალაძე (2ქ, 5მ), შანგირაძე (3ქ), ბერიშვილი (5ქ, 5მ, 4პ), გოგოძე (4ქ), მაკალპი (2ქ), კოვაჩევიჩი (26ქ, 5მ).
სოხუმი: მილერი (23ქ, 3პ), სმიტი (2ქ, 5მ, 4ჩ), გივი ბაქრაძე (9ქ, 3ჩ, 3პ), ალხანაიძე, ჯგერენაია (8ქ, 15მ, 3პ), ათუაშვილი
(13ქ, 5მ), ფაცაცია (7ქ, 9მ), დ. დვალიშვილი.

14 აპრილი, თბილისი
ოლიმპი-ქუთაისი 77:103
25:27, 15:18, 22:24, 15:34
ოლიმპი: როგავა (17ქ, 5მ), გეგი ბაქრაძე (4ქ, 5მ), დიდია (6ქ), გუგეშაშვილი (9ქ, 5მ), სმიტი (23ქ, 12მ, 3ჩ), ფარღალავა (18ქ, 8პ).
ქუთაისი: ბოისა (3ქ), ფაშაევი (12ქ, 8მ, 4პ), ბაბუნაშვილი, ქადარია (4ქ, 6მ), ცეკვავა (3ქ, 4პ), ბრიტონი (10ქ, 6მ), დ. ბარბაქაძე (7ქ), გ. ბარბაქაძე (35ქ, 6მ), მათიაშვილი (11ქ, 6მ), ბექაური (4ქ), მიკულიჩი (14ქ, 5მ, 5პ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული