სუპერლიგა. XVIII: "ბათუმი" და "დინამო" ორპიროვნული ლიდერები არიან

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგაში XVIII ტურის შეხვედრები გაიმართა.

მიუხედავად ცხრილში საკმაოდ დიდი დაშორებისა, რუსთაველები შეხვედრის უმეტეს ნაწილში ლიდერობდნენ. მეორე მეოთხედის დასასრულისკენ ქვემოქართლური გუნდის უპირატესობამ 18 ქულა შეადგინა (56:38), თუმცა მასპინძლებმა ბოლომდე იბრძოლეს და ზედიზედ მესამე მარცხი აიცილეს თავიდან.

მეორე მეოთხედის ბოლო ორწუთნახევარში ბათუმელებმა ჩამორჩენა 13 ქულამდე შეამცირეს, ხოლო დიდი შესვენების შემდეგ წარმატებული თამაში გააგრძელეს და ბოლო ათწუთეულის დაწყებამდე მხოლოდ 8 ქულას აგებდნენ.

მატჩის ბედი ბოლო მეოთხედში გადაწყდა... ლეონიდ სტეპანიშინის, ბესო ლეჟავას და იგორ კრივცოვის შედეგიანობით აჭარულმა კლუბმა დასკვნითი ათწუთეული 22:9 მოიგო.
მატჩის ბოლო ბურთი ირაკლი მიქელაძემ ჩააგდო, რომლის ბოლო წუთზე შესრულებული ზუსტი სამქულიანის შემდეგ ანგარიში 91:86 გახდა და მატჩიც ასევე დასრულდა.

19 თებრვალი, ბათუმი
ბათუმი-რუსთავი 91:86
27:29, 18:29, 24:19, 22:9
ბათუმი: ლეჟავა (29ქ), მიქელაძე (7ქ, 7პ), სტეფანიშინი (16ქ, 7მ, 4პ), რევაზაშვილი (3ქ), რამიშვილი (5ქ), კრივცოვი (11ქ, 6მ), დვალიშვილი (18ქ, 8მ, 3პ, 3ჩ), ფერიაშვილი, მაისურაძე (2ქ).
რუსთავი: გამყრელიძე (19ქ, 9პ, 7მ, 3ჩ), კაილსი (6ქ, 3პ), აბაიშვილი, ჩაჩანიძე (8ქ), ტურპინი (23ქ, 15მ), ჭოჭუა (10ქ, 3პ), გაჩეშა (12ქ, 10მ), ადედირანი (8ქ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი, ი. ბერიშვილი.

სატურნირო თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იყო მატჩი, რომელშიც ერთმანეთს "სოხუმი" და "ქუთაისი" ხვდებოდნენ. მათ პლეი ოფში გასვლის ამბიცია აქვთ და ეს გამარჯვება ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო. განსაკუთრებით კი,  სოხუმელებისთვის, რომლებიც გამარჯვების შემთხვევაში "ქუთაისს" ცხრილში უთანაბრდებოდნენ.

"სოხუმმა" მეტოქეს გადამწყვეტი დარტყმა ბოლო მეოთხედში მიაყენა, რაც ქუთაისელთა შეცდომების და განსაკუთრებით, სოხუმელთა გააზრებული თამაშის დამსახურება იყო. მასპინძელთა ლიდერობამ 10 ქულას გადააჭარბა და თამაშიც ისე ჩამთავრდა, ვითარება არ დაძაბულა.

სოხუმელებმა საბოლოოდ 14 ქულით - 86:72 იმარჯვეს. 31 ქულითა და 6 ჩაჭრით საუკეთესო შედეგი მილერმა დააფიქსირა.

20 თებერვალი, თბილისი
სოხუმი-ქუთაისი 86:72
26:24, 22:17, 12:13, 26:18
სოხუმი: მილერი (31ქ, 6ჩ, 4პ), ა. სმიტი (4, 5პ), გივი ბაქრაძე (2ქ), კვეტენაძე, ჯგერენაია (13ქ, 11მ, 3დ), ათუაშვილი (6ქ, 7მ), ფაცაცია (24ქ, 7მ, 3პ, 3ჩ), დ. დვალიშვილი (6ქ).
ქუთაისი: ბოისა (2ქ), ფაშაევი (15ქ, 5პ), ბაბუნაშვილი (4ქ), ქადარია (2ქ), ცეკვავა (13ქ), დ. ბარბაქაძე (1ქ), გ. ბარბაქაძე (11ქ, 10მ), მათიაშვილი (2ქ), ბექაური (17ქ, 11მ), მიკულიჩი (5ქ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, ი. ბერიშვილი, გ. მიქელაძე.

ბუბა ბერიშვილის გუნდი ბევრისთვის სეზონის აღმოჩენაა. ახალგაზრდა კალათბურთელებისა და ლეგიონერების სინთეზი "მგზავრებში" ყველა სხვა გუნდზე უკეთესად განხორციელდა და შედეგიც სახეზეა. კლუბმა მიმდინარე ჩემპიონატში მე-10 მატჩი მოიგო და ცხრილში "სოხუმთან" მესამე ადგილს იყოფს.

რაც შეეხება მატჩს, მისი დიდი ნაწილი "მგზავრების" ლიდერობით წარიმართა, თუმცა ბოლო წუთებზე თამაში გათანაბრდა და "ოლიმპი" წინაც გავიდა.

მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე სმიტის, აბულაძისა და ფარღალავას შედეგიანობით "ოლიმპი" 61:57 დაწინაურდა, რასაც ბერიშვილის წუთშესვენება და დაცვის გამაგრება მოჰყვა. ჯინჭარაძისა და რენსომის ზუსტ გარღვევებს ორმოცაძის ზუსტი სამქულიანი დაერთო და "მგზავრები" 64:61 დაწინაურდნენ... ამის შემდეგ უპირატესობა ხელიდან არ გაუშვიათ.

20 თებერვალი, თბილისი
ოლიმპი-მგზავრები 64:68
12:22, 12:10, 18:15, 22:21
ოლიმპი: ბაინუმი (12ქ, 6მ, 3პ), აბულაძე (5ქ), როგავა (4ქ, 6მ, 6პ), გეგი ბაქრაძე (1ქ), დიდია (3ქ), კოსენკოვი, გუგეშაშვილი (3ქ), ლ. სმიტი (25ქ, 11მ, 3დ), ფარღალავა (11ქ).
მგზავრები: უილიამსი (10ქ), ჯინჭარაძე (15ქ, 7მ, 5პ), გრძელიძე (9ქ, 3პ), ცირეკიძე (2ქ), ლომინაშვილი (10ქ), ორმოცაძე (5ქ), რენსომი (5ქ, 7მ, 4პ), მერფი (12ქ, 15მ, 3პ).
მსაჯები: ი. ბერიშვილი, ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი.

სუპერლიგის მე-18 ტური ლიდერისა და აუტსაიდერის დაპირისპირებით დასრულდა. ერთმანეთს ბოლოადგილოსანი "აკადემია" და ცხრილის ერთ-ერთი მოწინავე "დინამო" შეხვდნენ.

მატჩი საკმაოდ საინტერესო გამოდგა და მიუხედავად აკადემიელთა დიდი წინააღმდეგობისა, "დინამოს" გამარჯვებით - 79:74 დასრულდა.

20 თებერვალი, თბილისი
აკადემია-დინამო 74:79
25:13, 13:32, 18:17, 18:17
აკადემია: სთოუბრიჯი (19ქ, 7მ, 3პ), ბრიგსი (7ქ, 14მ, 3პ), ს. ლეჟავა (4ქ), კოკა ტომარაძე (5ქ, 5პ), ბოქოლიშვილი (13ქ, 3პ), გოგნაძე, ლომოური (7ქ), ლობჟანიძე (4ქ), ფელჩერი (11ქ, 6მ), კრისევიჩი (4ქ).
დინამო: შარაბიძე (17ქ, 12მ, 3ჩ), მაილსი (17ქ, 7პ), ლონდარიძე (6ქ), მაჩალაძე, შვანგირაძე (8ქ), ზაქრაძე (2ქ), ბერიშვილი (6ქ, 7მ, 5პ, 3ჩ), გოგოძე (14ქ, 3პ), მაკალპი (9ქ, 11მ, 3პ, 3ჩ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერეკაშვილი, გ. მიქელაძე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული