საქართველოს სუპერლიგაში ორი ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგაში მეოთხეფინალური სერიის მორიგი მატჩები გაიმართა.

პირველი გუნდი, ვინც ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, თბილისის "დინამოა", რომელმაც 8 მაისს გამართულ სერიის მესამე მატჩშიც მოუგო "მგზავრების არმიას" - 83:72.

ირაკლი ხოშტარიას გუნდის მომდევნო მეტოქე "რუსთავი" იქნება, რომელმაც ასევე მშრალი ანგარიშით მოიგო სერია "ოლიმპთან". რუსთაველებმა 8 მაისს გამართულ შეხვედრაში მეტოქეს 74:66 სძლიეს.

ანგარიში გათანაბრდა (2:2) "სოხუმისა" და "შსს აკადემიის" სერიაში. 9 მაისს, თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ დაპირისპირებაში სოხუმელებმა ანგარიშით 86:77 იმარჯვეს და ახლა ამ წყვილში ნახევარფინალში გამსვლელის ვინაობას მეხუთე შეხვედრა გამოავლენს, რომელიც
11 მაისს შედგება.

დაძაბულად მიმდინარეობს სერია "ბათუმსა" და "ქუთაისს" შორისაც (2:1). 8 მაისს, ბათუმის სასპორტო სკოლაში გამართულ მატჩში გამარჯვება მასპინძლებმა იზეიმეს - 76:73, ამ გუნდების მომდევნო დაპირისპირება კი დღეს, 9 მაისს, 18:00 სთ-ზე შედგება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული