18-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი: დისციპლინის დარღვევა არავის ეპატიება

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ესტონეთში იმყოფებოდა და 29-31 ივლისს ტალინის საერთაშორისო ტურნირში მიიღო მონაწილეობა.

ჭაბუკთა ნაკრებმა პირველ მატჩში ბელარუსი დამატებით დროში - 99:89 დაამარცხა, ხოლო მეორე შეხვედრა ესტონეთთან 61:87 წააგო და ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა.

საქართველოში გამომგზავრებამდე გუნდის ექვსმა წევრმა სპორტული რეჟიმი დაარღვია, რისთვისაც მათ მიმართ ადმინისტრაციული სასჯელი გატარდა.

მთავარი მწვრთნელის, მიხეილ ბერუაშვილის გადაწყვეტილებით, მოთამაშეებს: ნიკა რამიშვილს, ირაკლი მიქელაძეს, ოთარ ბულიავას, ლერი კვანტალიანს, გიორგი ცირეკიძეს და კახა ტომარაძეს პირობითი დისკვალიფიკაცია მიეცათ და მომავალში დისციპლინის დარღვევის პირველსავე შემთხვევისას მოკვეთილი იქნებიან ნაკრებიდან.

დისკვალიფიკაციის
შემთხვევაში მოთამაშე ვერ იასპარეზებს ვერცერთ ასაკობრივ ნაკრებში.

ამ საკითხებთან დაკავშირებით, 3 აგვისტოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს დარბაზში 18-წლამდელთა ნაკრების ღია ვარჯიში გაიმართა, რომელზეც მიხეილ ბერუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა:

"ნაკრებმა ესტონეთში ნაყოფიერი შეკრება გაიარა. ჩავატარეთ 2 საკონტროლო მატჩი, რომელთაგანაც 1 მოვიგეთ, მასპინძლებთან კი დავმარცხდით.

ამ მატჩებში კალათბურთელები კარგად შეთამაშდნენ, თუმცა დასახვეწი და სამუშაოც ბევრი გვაქვს. ვეცდებით, ევროპის ჩემპიონატამდე დარჩენილ დროში გუნდმა კიდევ უფრო მოუმატოს.

სპორტული რეჟიმის დამრღვევმა მოთამაშეებმა მხოლოდ იმიტომ არ დატოვეს ნაკრები, რომ გუნდს 6 დღეში ევროპის ჩე
მპიონატი ეწყება.

ამ ექვს კალათბურთ
ელს პირობითი დისკვალიფიკაცია ეძლევა და მომავალში, დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში, მკაცრად იქნებიან დასჯილნი. საქართველოს ნაკრები ჩვენი ქვეყნის სახეა და მისი ყველა წევრი, ჩემით დაწყებული, სამაგალითოდ უნდა იქცეოდეს".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში 9-დან 19 აგვისტოს ჩათვლით იასპარეზებს.

ტურნირს ბოსნიის დედაქალაქი სარაევო უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრები ჯგუფში მასპინძელ ბოსნიასთან, პორტუგალიასთან, ჰოლანდიასა და ბელგიასთან მოხვდა. მომდევნო ეტაპზე ჯგუფიდან 2 საუკეთესო გუნდი გავა.

A დივიზიონის საგზურს ტურნირის 3 საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული