საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ჰოლანდიასთან დამარცხდა

AutoSharing Option
ქართველი კადეტები B დივიზიონში მეცხრე ადგილისთვის იბრძვიან. ისინი ერთ ჯგუფში არიან შვეიცარიასთან, რუმინეთსა და ჰოლანდიასთან.

რუმინელებთან ჩვენმა კადეტებმა პირველ ეტაპზე გაიმარჯვეს და ის შედეგი ამ ჯგუფშიც გადმოჰყვათ. გუშინ კი ჰოლანდიელებს დაუპირისპირდნენ და ვერაფერი გააწყვეს - ნარინჯისფერებმა ჩვენს კადეტებს პირველივე პერიოდში 6 ქულით გაასწრეს, ხოლო დიდი შესვენების წინ სამქულიანი ტყორცნით 36:24 დაწინაურდნენ.

გია კაზანჯიანის შეგირდებმა ვერც მესამე პერიოდში შეძლეს გარდატეხის შეტანა და საბოლოოდ 53:76 დამარცხდნენ.

სტატისტიკას თუ გადავხედავთ, მოგვიწევს აღიარება, რომ ჰოლანდიელებმა დამსახურებულად მოიგეს. მათ მოხსნებშიც გვაჯობეს (43:31), რეალიზებულ ორქულიანებშიც (19:13),
სამიანებშიც (10:5) და ჩვენზე ნაკლები შეცდომაც დაუშვეს - 10:18.

26 ივლისს საქართველოს ნაკრები დაუპირისპირდება შვეიცარიას, რომელმაც პირველ ეტაპზე ჰოლანდიას 66:55 მოუგო.

25 ივლისი
საქართველო-ჰოლანდია 53:76
10:16, 14:20, 12:22, 17:18
საქართველო: ბობილევი (22 წთ, 4ქ, 3მ), ისიანი (26 წთ, 4ქ, 5მ), გოგალაძე (20 წთ, 8ქ, 2პ), გუგეშაშვილი (17 წთ, 5ქ, 4მ), ცინცაძე (6 წთ), რევაზაშვილი (9 წთ, 2ქ), ზაქრაძე (27წთ, 7ქ, 2პ), პეტრიაშვილი (11 წთ, 6ქ, 2ჩ), გოგობერიშვილი (17 წთ, 3ქ, 3მ), ლომიძე (19 წთ, 6ქ), მაჭავარიანი (21 წთ, 8ქ, 7მ), მასხულია (6 წთ).
ჰოლანდია: ბუტერი (3ქ), დე ჰაასი (5ქ), ოვერდევესტი (15ქ), უაითბერდი (2ქ), ლიემი (2ქ), ფრანკე (14ქ), ბოეზემანი (6ქ), მორენი (20ქ, 9მ), დიიკსტრა (6ქ).

H ჯგუფი
გუნდი თ მ წ სხ ქ
1. ჰოლანდია 2 1 1 131/119 3
2. საქართველო 2 1 1 108/127 3
3. შვეიცარია 1 1 0 66/55 2
4. რუმინეთი 1 0 1 51/55 1

ცხრილში გათვალისწინებული არ არის რუმინეთი-შვეიცარიის მატჩის შედეგი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული