საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები: ევროპისკენ ჰერი, ჰერი!

AutoSharing Option
11 ივლისს, გამთენიისას, 4 საათზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა.

გუნდი ჯერ მიუნხენში ჩაფრინდება, საიდანაც სამხრეთისკენ დაეშვება და ახალგაზრდული ევროპირველობის მასპინძელ სლოვენიაში დაბანაკდება.

კონტინენტის პირველობას 12–დან 22 ივლისის ჩათვლით სამი ქალაქი - ლუბლიანა, დომჟალე და კრასნა გორა უმასპინძლებს. იმ ჯგუფის თამაშები, რომელშიც ქართველები არიან, დომჟალეში გაიმართება. ჩვენი 20-წლამდელები ჯგუფში ესპანეთის, თურქეთისა და ლატვიის გუნდებთან მოხვდნენ.

ჯგუფიდან 3 საუკეთესო გადის, რომლებიც მეორე ჯგუფურ ეტაპზე გააგრძელებენ ბრძოლას. ბოლოზე გასული ნაკრები კი პლეი აუტში ტურნირის მე-12-16 ადგილებისთვის იბრძოლებს. საინტერესოა, რომ ელიტიდან გავარდნა
წლეულს არცერთ ნაკრებს ემუქრება, რადგან 2013 წლისთვის 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გუნდების რაოდენობა 16-დან 20-მდე უნდა გაიზარდოს.

საქართველოს ნაკრებმა მოსამზადებელ ეტაპზე 4 საკონტროლო მატჩი გამართა - თბილისში ორჯერ ისრაელს დაუპირისპირდა, ორჯერაც ესტონეთში მასპინძელ თანატოლებს შეხვდა.

20-წლამდელთა ნაკრების ოთხი წევრი - დუდა სანაძე, მერაბ ბოქოლიშვილი, ოთარ ფხაკაძე და რევაზ როგავა ეროვნულ ნაკრებში არიან გამოძახებულნი და 22 ივლისს, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ავსტრიაში იგორ კოკოშკოვის გუნდს შეუერთდებიან.

ახალგაზრდული ევროპა-2012
A ჯგუფი: სერბეთი, საფრანგეთი, გერმანია, ჩერნოგორია.
B ჯგუფი: საბერძნეთი, უკრაინა, რუსეთი, ესტონეთი.
C ჯგუფი: თურქეთი, ესპანეთი, ლატვია, საქართველო.
D ჯგუფი : სლოვენია, იტალია, ლიტვა, შვედეთი.

C ჯგუფის კალენდარი
12 ივლისი
18:15 თურქეთი-ესპანეთი
20:30 ლატვია-საქართველო

13 ივლისი
16:00 საქართველო-თურქეთი
20:30 ესპანეთი-ლატვია

14 ივლისი
16:00 თურქეთი-ლატვია
18:15 საქართველო-ესპანეთი

Sportall.Geირაკლი ალხანაიძე

დაიბადა: 23.01.1992

პოზიცია: ცენტრი

სიმაღლე: 201 სმ

გუნდი: დინამო

Sportall.Geმერაბ ბოქოლიშვილი

დაიბადა: 27.02.1992

პოზიცია: უკანახაზელი

სიმაღლე: 198 სმ

გუნდი: შსს აკადემია

Sportall.Geბექა ბურჯანაძე

დაიბადა: 03.01.1994

პოზიცია: ფორვარდი

სიმაღლე: 201 სმ

გუნდი: კახასოლი (ესპანეთი)

Sportall.Geლევან ელიაძე

დაიბადა: 13.12.1992

პოზიცია: ფორვარდი

სიმაღლე: 196 სმ

გუნდი: ბათუმი

Sportall.Geგოგა ჯავახიშვილი

დაიბადა: 08.06.1992

პოზიცია: ცენტრი

სიმაღლე: 200 სმ

გუნდი: სტუ

Sportall.Geავთანდილ ლომინაშვილი

დაიბადა: 26.10.1992

პოზიცია: ცენტრი

სიმაღლე: 204 სმ

გუნდი: ქუთაისი

Sportall.Geზურაბ მაჩალაძე

დაიბადა: 15.08.1992

პოზიცია: ფორვარდი

სიმაღლე: 198 სმ

გუნდი: სტუ

Sportall.Geოთარ ფხაკაძე

დაიბადა: 28.02.1993

პოზიცია: უკანახაზელი

სიმაღლე: 183 სმ

გუნდი: ვერმონტი (აშშ)

Sportall.Geრევაზ როგავა

დაიბადა: 01.02.1993

პოზიცია: უკანახაზელი

სიმაღლე: 185 სმ

გუნდი: სოხუმი

Sportall.Geდუდა სანაძე

დაიბადა: 25.07.1992

პოზიცია: ფორვარდი

სიმაღლე: 196 სმ

გუნდი: დინამო

Sportall.Geნოდარ თენიეშვილი

დაიბადა: 06.07.1992

პოზიცია: ფორვარდი

სიმაღლე: 198 სმ

გუნდი: შსს აკადემია

Sportall.Geგიორგი ტეტელაშვილი

დაიბადა: 17.06.1992

პოზიცია: უკანახაზელი

სიმაღლე: 192 სმ

გუნდი: სტუ

მწვრთნელი: დავით უსტიაშვილი
ასისტენტი: არჩილ ჟღენტი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დავით უსტიაშვილი: ევროპის ჩემპიონატზე ბოლომდე ვიბრძოლებთ
ოთო ფხაკაძე: ეროვნულ ნაკრებში გიორგი ცინცაძისგან ბევრ რამეს ვისწავლი
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარატებებს გისურვებთ...
basketi
12:11 11-07-2012
0

სიახლეები პოპულარული