საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა სომხეთი 54:45 დაამარცხა

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გამართა. გია კაზანჯიანის გაწვრთნილი კადეტების მეტოქე სომხეთის ნაკრები იყო.

საკალათბურთო აკადემიაში გამართული შეხვედრის პირველი ნახევრის მეტნაკლებად თანაბარი იყო, თუმცა ქართველმა კალათბურთელებმა საბოლოოდ წარმატებას მიაღწიეს - 54:45.

პირველი მეოთხედი მასპინძელთა სასარგებლოდ - 16:7 დასრულდა. სომეხმა კალათბურთელებმა მეორე მეოთხედიდან თამაში გამოასწორეს და დიდი შესვენებისთვის ანგარიში გათანაბრდა - 24:24. მეორე ტაიმიდან საქართველოს ნაკრებმა სისწრაფეს და სიზუსტეს მოუმატა, რისი წყალობითაც მომდევნო პერიოდები წარმატებით წარმართა და საბოლოოდ 54:45 გაიმარჯვა.

ქართველთაგან 11-11 ქულით საუკეთესო შედეგი საბა მგალობლიშვილმა და გიორგი გუგეშაშვილმა
აჩვენეს, ლევან მასხულიამ კი 9 ქულა მიითვალა.

საქართველოს ნაკრები სომეხ თანატოლებთან მორიგ საკონტროლო მატჩს აკადემიის დარბაზში დღეს 17 საათზე გამართავს.

ამხანაგური მატჩი. კალათბურთის აკადემია. 21 დეკემბერი. 21 საათი
საქართველო (U-16) 54:45 სომხეთი (U-16)
16:7, 8:17, 17:11, 13:10

საქართველო: ბობილევი (2), გუგეშაშვილი (11), ცინცაძე (2), მგალობლიშვილი (11), მაჭავარიანი (4), მასხულია (9), ტაბაღუა (4), რევაზაშვილი (6), ემირიძე (1), ისიანი (2), ხალათიანი (2), გოგალაძე

სომხეთი: ჰაჯი-მინასიანი (16), სმირნოვი (10), გევორქიანი (9)

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვაი სირცხვილო.რამოდენიმე წლის წინ სომხეთის ამ ასაკობრივმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე(ბ დივიზიონში რათქმაუნდა,მაშინ საქართველო ა-ში იყო) ბოსნია ჰერცოგოვინასთან 226-27 წააგო!!! ... და ჩვენ...ცხრა ქულა?,თუ კაზანჯიანი?
napoleoni
22:25 22-12-2011
0

სიახლეები პოპულარული