U16. საქართველოს ქალთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში მესამე ადგილი დაიკავა

AutoSharing Option
საქართველოს 16 წლამდე კალათბურთელ ქალთა ნაკრები ევროპის C დივიზიონის ბრინჯოს მედლების მფლობელი გახდა.

გიბრალტარში დასრულებულ 7 ქვეყნის ტურნირში საქართველომ მე-3 ადგილი დაიკავა. ნინო ყოფშიძისა და შოთა იაქაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მე-3 ადგილისთვის მატჩი უელსს 66:45 მოუგო.

მატჩის გმირი გახდა და ტურნირის სიმბოლურ ხუთეულშიც მოხვდა ჩვენი გუნდის უკანახაზელი მარიამ ოქროპირიძე, რომელმაც უელსელებს 32 ქულა ჩაუგდო. მის გარდა, ქართველებისგან არავის მიუღწევია 10-ქულიან ზღვრამდე.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა C დივიზიონი მოიგო, თუმცა იმ გუნდის უმეტესობა ასაკით მაღლა, 18-წლამდელებში გადავიდა და წლეულს საქართველოს ეს ასაკობრივი ნაკრები B დივიზიონში იასპარეზებს, რომელსაც 4-13 აგვისტოს ირლანდიის დედაქალაქი დუბლინი უმასპინძლებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული