დაუსვი კითხვა პაატა გურასპაულს და მოიგე საჩუქარი

AutoSharing Option
Sportall.ge-ს რუბრიკის, "ინტერნეტკონფერენციის" მორიგი სტუმარია საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული.

პაატა გურასპაული მკითხველთა კითხვებს უპასუხებს, მათგან საუკეთესოს ავტორს კი თავად შეარჩევს და სიმბოლური პრიზით დაასაჩუქრებს. კითხვების მიღება დასრულდა.

გაითვალისწინეთ:
კითხვის გამოგზავნისას აუცილებლად მიუთითეთ საკონტაქტო ინფორმაცია ( ტელეფონი ან ელ.ფოსტა), რათა გამარჯვების შემთხვევაში, რედაქციამ შეძლოს თქვენთან დაკავშირება.

- ბ-ნო პაატა, ერთხელ პელეს დაუსვეს კითხვა: "როდის გახდება საბჭოთა კავშირი მსოფლიოს ჩემპიონი ფეხბურთშიო, მან უპასუხა, როცა ბრაზილია გახდება ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონიო". ჩემი კითხვაც დაახლოებით ასე ჟღერს: როდის გახდება სავარაუდოდ მსოფლიო ჩამპიონი საქართველოს
ნაკრები(ევროპის მჯერავს 3-4წელში ვიქნებით)? პატივისცემით თამაზი ჩოხელი(მახსოვს თქვენი "დალნი ბრასოკები")


- მოგესალმებით. ბატონო პაატა, რაც არ უნდა ვთქვათ და შევადაროთ, ფეხბურთის ჩემპიონატს ხალხი დაუბრუნდა საყურებლად. ძალიან მინდა იგივე მოხდეს კალათბურთზე. თუნდაც რომ გაკეთდეს შეხვედრების პირდაპირი ეთერები "იუთუბის" საშუალებით. რა გეგმა გაქვთ ამასთან დაკავშირევით?

- გამარჯობა პაატა, მაინტერესებს რამდენად სამართლიანად მოიგეთ არჩევნები ? და რატომ არის ანატოლი ბოისა ნაკრებში ? (ბოლოს როდის ჩააგდო ნაკრებში ბურთი საშუალო დისტანციიდან) ,  უამრავი ახალგაზრდა და პერსპექტიული მოთამაშე გვყავს ესპანეთში და იტალიაში და არ შეიძლება ახალგაზრდებს მივცეთ შანსი?

- გამარჯობა პაატა, რა კეთდება იმისთვის რომ სუპერ ლიგა გაძლიერდეს და ქართულმა გუნდებმა სისტემატურად ითამაშონ ევრო ტურნირებზე ? რეგიონებში გაკეთდეს კალათბურთის მოედნები და მასობრივი რომ გახდეს კალათბურთი ?

- რა არის თქვენი საკალათბურთო მიზანი?

- სალამი . ასეთი შეკითხვა მაქვს: თქვენი აზრით აქვს თუ არა პოტენციალი საქართველოს ნაკრებს ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზოს კალათბურთში?

- რატომ არის კალათბურთის ფედერაციში განუკითხაობა? გაუმჭვირვალობა? და ასე შემდეგ...

- გამარჯობა, მაინტერესებს ერთი ნებისმიერი რამის შეცვლა რომ შეგეძლოთ მთლიანად საკალათბურთო სამყაროში, რა იქნებოდა ეს?

- მოგესალმებით, პირველ რიგში წარმატებულ მოღვაწობას გისურვებთ, აღნიშნულ უაღრესად საპასუხისმგებლო პოსტზე. ჩემი შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში: მოგეხსენებათ თანამედროვე სპორტი და ბიზნესი ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან, შესაბამისად ფედერაციის მიზანსაც კერძო ინვესტორების მოზიდვა წარმოადგენს. კონკრეტულად როგორ აპირებს ფედერაცია კალათბურთის, როგორც
სპორტის კომერციალიზაციას და შექმნის თუარა ის ხელსაყრელ პირობებს, რომელიც კერძო ბიზნესისთვის იქნება საინტერესო და მიმზიდველი? გმადლობთ

- გამარჯობათ ბატონო პაატა. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ თქენი ფედერაციის პრეზიდენტად არჩევის მერე, ჩვენი ნაკრების წამყვანი კალათბურთელები არიდებენ თავს ნაკრებში თამაშისგან და კლუბებს აბრალებენ ამას. გადამწყვეტი 2 თამაში გვაქვს და როგორ აპირებთ ნაკრების ამ მძიმე თამაშების წინ მდგომარეობის გამოსწორებას. ბოდიშით ჩემი პირდაპირობისთვის.

- უკეთესი არ იქნებოდა როგორც NBA-ში ამზადებენ ისე დავტვირთოთ ჩვენი ბიჭები? მითუმეტეს ახალგაზრდები?

- ბატონო პაატა რა აზრის ხართ სკოლების საკალათბურთო ჩემპიონატის შექმნის შესახებ?

- ბატონო პაატა გილიცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ბატონო პაატა საქრთველოს ნაკრებში რომ თამაშობდეთ რომელ ქართველ კალათბურთელს ისურვებდით პარტნიორად? და რომელ მწვრთნელს ? თუნდაც უცხოელს. მადლობა.

- რატომ დარჩა ფედერაციაში წინა გუნდი უკლებლივ პრეზიდენტის გარდა?

- გამარჯობათ ბატონო პაატა მიხარია რომ საქართველოს კალათბურთის ნაკრები დრო და დრო ვითარდება. ვიცით, რომ ეგ განვითარება დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს და ამისთვის საჭიროა რომ მოთმინება ვიქონიოთ. ჩემი კითხვა მდგომარეობს იმაში, რომ უკვე დროა განვითარება დავიწყოთ ბავშვთა ასაკიდან რადგან ნასწავლს ვერ შევცვლით და უსწავლელს გავზრდით. რას აკეთებთ ამისთვის?

- გამარჯობა.საინტერესოა რა გეგმები აქვს ფედერაციას სპორტული მედიცინის,მწვრთნელთა გადამზადების და ასაკობრივი ნაკრებების განვითარებასთან დაკავშირებით?

- მოგესალმებით ბატონო პაატა. კიდევ ერთხელ გილოცავთ პრეზიდენტობის არჩევნებში გამარჯვებას. საინტერესოა რა იქნება ფედერაციის უახლოესი მიზნები, იმისათვის რომ გაძლიერდეს შიდა ჩემპიონატი და ექნება თუ არა საქართველოს შანსი, რომ ეურობასკეტ 2021-ს უმასპინძლოს? მადლობა წინასწარ

- მოგესალმებით, ბატონო პაატა! ქომაგთა სახელით მსურს გკითხოთ, რამდენად ახერხებთ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტისა და იმავდროულად ტელეკომენტატორის როლის შეთავსებას? სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, არ ფიქრობთ რომ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მთელი თქვენი ყურადღება მენეჯერულ საქმიანობას უნდა დაუთმოთ?

- გამარჯობა ბატონო პაატა. გილოცავთ არჩევნებში გამარჯვებას. ასევე ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველოს 3X3 ნაკრებმა მოახერხა ახალგაზრდული ოლიმპიადის ლიცენზიის აღება და იმედია წარმატებით გამოვალთ. მაინტერესებს ქალთა კალათბურთის განსავითარებლად რა ნაბიჯები იდგმება და ასევე როგორ ემზადებიან ახალგაზრდული ნაკრებები ევროპის ჩემპიონატისთვის?

- ბატონო პაატა მოგესალმებით! მაინტერესებს  მომრავლებული მწვრთნელების მომზადებ ის დონე . როგორ შეიძლება მათ უტარებდნენ ტრეინინგებს ასევე თავად არასაკმარისი საკალათბურთო განათლების მქონე პირები? როგორ შეიძლება რამოდენიმე დღეში მწვრთნელის ლიცენზიის მიღება ,მაშინ როდესაც ევროპაში და აშშ-ში წლობით სწავლობენ ამ პროფესიისთვის. რატომ არ ხდება ვიდეო რეფერის დანერგვა სუპერლიგაში? ამით ხომ საბოლოოდ დასრულდება უამრავი პრობლემა მსაჯების ირგვლივ!!!

- ფაჩულია და სანიკიძე დაუბრუნდებიან ნაკრებს. თუ გქონიათ ამაზე საუბარი?

- რაც გაიმარჯვე და პრეზიდენტი გახდით, იგივე ხდება რაც იყო . მაინტერესებს რამე გეგმები გაქვს სუპერლიგის განვითარებისთვის?პირველ რიგში ინფრასტრუქტურას ვგულისხმობ და პოპულარიზაციას .ვერაფერს ვგებულობ ეროვნულ ლიგასთან დაკავშირებით, საერთოდ არსად იწერება  იშვიათი შემთხვევების გარდა ინფორმაცია, ტელევიზიაზე ხო ზედმეტია საუბარი. ინტერესი არაა საერთოდ ხალხში და ვერანაირად ვერ იქნება თუ არ მოხდა პოპულარიზაცია ისეთი შთაბეჭდილება მრჩება , რომ რაც არის ამით კმაყოფილია ყველა და პროგრესისკენ არ მიისწრაფვიან.მაინტერესებს თქვენი პასუხი ამ საკითხებთან დაკავშირებით

- გამარჯობათ ბატონო პაატა, თვლით თუ არა რომ ანატოლი ბოისა ნეპოტიზმით არის ნაკრებში ამდენი ხანია ? 35 წლის ბოისას არ ჯობია ახალგაზრდა კალათბურთელის გამოძახება ?

- გამარჯობათ პაატა. მაინტერესებს თუ მომავალშიც გაგრძელდა ფიბასა და ევროლიგას შორის არსებული დავა სანაკრებო კალენდართან დაკავშირებით, გააჩნია თუ არა ფედერაციას გეგმა რომლის მიხედვითაც ნაკრების წამყვანი კალათბურთელები აქ ჩამოსვლას შეძლებენ???

- რომ არა კალათბურთი თქვენი ცხოვება როგორი იქნებოდა, ან რას სფეროში იქნებოდით?

- გამარჯობათ ბატონო პაატა, შენდება რაგბის სტადიონები თბილიში და რეგიონებში, შენდება ფეხბურთის მოედნები, საფეხბურთო ბაზები (ლაგოდეხში, ზუგდიდში და აშშ) ,რატომ არ შენდება კალათბურთის მოედნები, ყველა გუნდი რომ ერთ მოედანზე თამაშობს და საქართველოს ჩემპიონატის ტარდება ერთ დარბაზში,  რატომ არ აქცევდა ძველი და ეხლადნელი ფედერაცია რეგიონებში საკალათბურთო მოედნების მშენებლობას
და ბავშთა კალათბურთში საქართველოს რამდენ რეგიონშია განვითარებული ?

- იქნებ მოხერხდეს სატელევიზიო გადაცემის გაკეთება(1-ლი არხი,სილქ ტვ და ა.შ.),სადაც მოხდება სუპერლიგის და ასაკობრივი ჩემპიონატის თამაშების მიმოხილვა,რაც დამეთანხმებით უდიდესი სტიმული იქნება განსაკუთრებით 16-18 წლის მოთამაშეებისთვის ! კარგია ლაივ სტატისტიკა რომ გააკეთეთ,მაგრამ იუთუბზეც თუ გაუშვებთ ,მოიხსნება მსაჯების და ბევრი სხვა პრობლემაც! ასაკობრივ მწვრთნელების
გადამზადებისთვის რა იგეგმება?ბასკონიის გარდა უნდა ტარდებოდეს თუ არა ,დამატებით 1-2 კემპი თუ არა ? წარმატებები ქართულ კალათბურთს !

- ბატონო პაატა როგორ ფიქრობთ ხომ არ ჯობია ფედერაციის სათავეში ის ხალხი მოვიდეს ვისაც თქვენ გუნდზე დიდი ფინანსების მოძიება შეუძლიათ, თუნდაც სუპერ ლიგისთვის? და არ იყოს მარტო ხელისუფლების შემყურე.

- მოგესალმებით,როგორ ფიქრობთ, რომელი უფრო  რთულია: პრეზიდენტობისკენ მიმავალი გზა თუ გზა პრეზიდენტობიდან მიზნების განხორციელებამდე?

- სალამი . ასეთი შეკითხვა მაქვს: თქვენი აზრით აქვს თუ არა პოტენციალი საქართველოს ნაკრებს ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზოს კალათბურთში?

- რა სიტუაციაა ესპანეთში მოთამაშე ბულაშვილის შესახებ? როდის მოგვარდება კონფლიქტი მასა და კალათბურთის ფედერაციას შორის?

- გამარჯობა ბატონო პაატა. პირველ რიგში გისურვებთ წარმატებულ მოღვაწეობას კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე. მაინტერესებს თუ გეგმავთ სპორტის სასახლის რეაბილიტაციას და თუ გეგმავთ როდის მოხდება ეს?

- ჩეხეთის "ბრნოში" თამაშობს ზურაბ კერესელიძე. რა ინფორმაცია გაქვთ ამ ბიჭზე და იგეგმება თუ არა მისი ეროვნულ ნაკრებში გასინჯვა?


მკითხველის კომენტარები / 1 /
პაატა ბატონო მოგესალმები. მაინტერესებს რატომ არ აგყავთ ის პროფესიონალი კადრები ფედერაციაშ ვინც ბევრად მაღალი დონის განათლებითაა და გამოცდილებით ვინც თუნდაც ახლა მუშაობს? ასევე საინტერესოა რატომ არ ხდება მატჩების ტრანსლირება ფედერაციის მიერ ინტერნეტშ? ასევე საინტერესოა რატომ არაა ვიდეო მსაჯი? ასევე საინტერესოა უამრავ ბავშთა სკოლებში თუ აკადემიებშ მწვრთნელთა დონე თუ აკმაყოფილებს იმ დონეს რაც საჭიროა ჩვენი ბავშვების უსაფრთხო და სწორი სწავლებისათვის???
დინამო 72
20:41 07-04-2018
2
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული