საუკეთესო საუკეთესოს ელის - ფიფა ციურიხში წლის რჩეულებს დაასახელებს

AutoSharing Option
დღეს ციურიხში ფიფას წლის ნომინანტთა გალა-დაჯილდოებაა. დასახელდებიან წლის საუკეთესო ფეხბურთელები ქალთა და ვაჟთა შორის; ასევე გაირკვევა წლის საუკეთესო მწვრთნელის ვინაობა და სხვა. ფიფამ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე შემოგვთავაზა ახალი პრიზი - The Best ("საუკეთესო"), რომელსაც წლის საუკეთესო ფეხბურთელი მიიღებს.

საქმე ისაა, რომ ფიფასა და "ფრანს ფუტბოლის" 6-წლიანი თანამშრომლობა დასრულდა და ეს ორგანიზაციები ცალ-ცალკე აჯილდოებენ რჩეულებს. ტერმინი "ოქროს ბურთი" კი "ფრანს ფუტბოლის" ინტელექტუალური საკუთრებაა. "ფრანს ფუბტოლმა" უკვე დაასახელა წლის საუკეთესო ფეხბურთელი - კრიშტიანო რონალდომ ("რეალი", პორტუგალია) კარიერაში მეოთხედ მიიღო "ოქროს ბურთი".

ფიფას
პრიზს კი სახელის შერჩევა სჭირდებოდა და, როგორც ხედავთ, "საუკეთესო" შეირჩა. ამ პრიზის მოგების მთავარი კანდიდატიც რონალდოა, რომელსაც ორი კონკურენტი ჰყავს: არგენტინელი ლიონელ მესი (ბარსელონა) და ფრანგი ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო). მოკლედ, საუკეთესოს წოდებას ერთ-ერთი ესპანური გუნდის წარმომადგენელი მოიპოვებს. ციურიხში ცერემონიალი ჩვენი დროით საღამოს ათის ნახევარზე დაიწყება და ის "საზოგადოებრივი არხით" გადაიცემა.

საუკეთესო ფეხბურთელს დაასახელებენ ნაკრებთა კაპიტნები და მწვრთნელები (25-25%), ფანები ონლაინგამოკითხვით (25%) და მედიასაშუალებები (25%). ხმის მიცემა 4-დან 22 ნოემბრამდე მიმდინარეობდა.

პარალელურად, ციურიხში 9-10 იანვარს ფიფას აღმასკომის საბჭო გაიმართება, რომელზეც უნდა დამტკიცდეს 2017 წლის კონფედერაციათა თასის რეგლამენტი. უნდა მოისმინონ, რამდენად არის მზად რუსეთი 2018 წლის მუნდიალისთვის და განიხილონ 2026 წლის მუნდიალის ფორმატის საკითხი.

Sportall.Ge

წლის საუკეთესო ფეხბურთელი
ნომინანტები: კრიშტიანო რონალდო, ლიონელ მესი, ანტუან გრიზმანი

წლის საუკეთესო ფეხბურთელი ქალი
ნომინანტები: მელანი ბერინგერი, კარლი ლოიდი, მართა

წლის საუკეთესო მწვრთნელი
ნომინანტები: კლაუდიო რანიერი, ფერნანდუ სანტუში, ზინედინ ზიდანი

წლის საუკეთესო მწვრთნელი (ქალთა ფეხბურთი)
ნომინანტები: ჟილ ელისი, სილვია ნეიდი, პია სანდეიჯი

პუშკაშის პრიზი
ნომინანტები: მარლონე, დანიუშკა როდრიგესი, მოჰდ ფაიზ სუბრი

ფიფას ფეარ პლეის პრიზი

ფიფას ფანების პრიზი
ნომინანტები: დენ ჰააგის ფანები, დორმტუნდის ფანები, ლივერპულის ფანები, ისლანდიის ნაკრების ფანები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული