ფიფამ წლის ფეხბურთელისთვის დაწესებული ჯილდო გამოამზეურა

AutoSharing Option
ფიფამ წარმოადგინა საკუთარი ჯილდო, რომელსაც ორგანიზაციის ვერსიით მსოფლიოს წლის საუკეთესო ფეხბურთელს მიაკუთვნებს. ჯილდოს "The Best" უწოდეს. ამის შესახებ ფიფას ოფიციალური საიტი იუწყება.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლიდან მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს ჟურნალი France Football და ფიფა ცალ-ცალკე დააჯილდოებენ. გამოცემა თავის რჩეულს ისევ "ოქროს ბურთს" გადასცემს, ფიფა კი - თავისი პრიზით.

გასულ წელს "ოქროს ბურთი" მადრიდის "რეალისა" და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ უკვე მიიღო, "The Best"-ისთვის კი პრეტენდენტები რონალდო, ლიონელ მესი ("ბარსელონა") და ანტუან გრიზმანი ("ატლეტიკო") არიან. დაჯილდოების ცერემონია 9 იანვარს ციურიხში
უნდა გაიმართოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული