FIFPro ფეხბურთელებს ურჩევს, სერბეთში სათამაშოდ არ წავიდნენ

AutoSharing Option
პროფესიონალი ფეხბურთელების ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციამ მოთამაშეები გააფრთხილა, რომ სერბეთში სათამაშოდ არ წავიდნენ.

"FIFPro ურჩევს ფეხბურთელებს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სერბულ კლუბებთან კონტრაქტი არ გააფორმონ, რისი მიზეზიც ქვეყანაში შრომის პირობების გაუარესება არის.

2016 წლის კვლევამ გვაჩვენა, რომ ფეხბურთელების 68 პროცენტი ხელფასს თავის დროზე არ იღებს, ხოლო ფეხბურთელების 89%-ზე ტრანსფერების დროს ზეწოლა განხორციელდა.

სერბეთის ფეხბურთის ასოციაციამ საკვანძო არბიტრები გაათავისუფლა, რომლებიც გუნდებსა და ფეხბურთელებს შორის საკამათო საკითხებს წყვეტდნენ და ამით ფეხბურთელებს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების შანსი შეუმცირა", - აცხადებს ორგანიზაციის პრესსამსახური.