რუუდ გულიტმა ჰოლანდიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მუშაობა არ ისურვა

AutoSharing Option
წარსულში ცნობილმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა რუუდ გულიტმა, რომელმაც ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობას მიჰყო ხელი, ჰოლანდიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მუშაობაზე უარი თქვა.

Daily Mail-ის ცნობით, 53 წლის სპეციალისტის უარის მიზეზი კონტრაქტი გახდა, რომელზეც მხარეებმა მოლაპარაკება ვერაფრით მოახერხეს.

როგორც ირკვევა, გულიტს ხელშეკრულებაში სურდა პუნქტის შეტანა, რომლის თანახმადაც, დანი ბლინდის წასვლის შემთხვევაში, მთავარი მწვრთნელის პოსტს ავტომატურად მას ჩააბარებდნენ. ამას გარდა, გულიტი ითხოვდა უპრობლემოდ გათავისუფლების უფლებას იმ შემთხვევისთვის, თუკი მას წინადადება რომელიმე ტოპ-კლუბისგან ექნებოდა. ფედერაციამ ამ პირობებზე დათანხმება არ ისურვა.

თავისი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში
რუუდ გულიტი "ჩელსის", "ნიუკასლს", "ფეინოორდსა" და "ლოს ანჯელეს გელექსის" წვრთნიდა, მისი ბოლო სამუშაო ადგილი კი გროზნოს "ტერეკი" იყო, საიდანაც 2011 წელს წამოვიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული