თურქეთმა ჰაკან შუქურის დაკავების ორდერი გასცა

AutoSharing Option
თურქეთში სასამართლომ ყოფილი ფეხბურთელის, ჰაქან შუქურის დაკავების ორდერი გასცა.

როგორც ადგილობრივი პრესა იტყობინება, შუქური აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის დაჯგუფების წევრობაშია ბრალდებული.

შეგახსენებთ, რომ ჰაქან შუქური წლების განმავლობაში "გალათასარაიში" თამაშობდა. ასე შუქური თავის დროზე "ტორინოში" და მილანის "ინტერშიც" გამოდიოდა.

სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ ის მმართველ პარტიაში გაწევრიანდა და 2011 წელს პარლამენტის დეპუტატი გახდა. 2013-ში შუქურმა პარტია დატოვა იმის გამო, რომ ფეთჰულა გიულენის მიმდევრების დევნას არ ეთანხმებოდა.

ჰაქან შუქურმა სამშობლო ოჯახთან ერთად გასულ წელს დატოვა და აშშ-ში გაემგზავრა.

აქვე გეტყვით, რომ
შუქურს დაკავება ადრეც ემუქრებოდა, როცა მან სოციალური ქსელის მეშვეობით რეჯეპ ერდოღანს შეურაცხყოფა მიაყენა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
სხვათაშორის მე რამდენი ეროვნებით ლაზი ვნახე ყველამ მითხრა თურქი ვარო,
0
ბავარია. ძაან მაინტერესებს რა იცი რომ ლაზია? თუ ისე ჩათვალე? უნდა გითხრა რომ ლაზი თურქეთში ლაზობს და საქართველო არ ავიწყდება .
დავითი
19:13 12-08-2016
0

სიახლეები პოპულარული