მარკო გრუიჩის შედევრი - "ლივერპულმა" "ბარსელონა" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
6 აგვისტოს, საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ფარგლებში, კატალონიის "ბარსელონა" "უემბლიზე" "ლივერპულს" დაუპირისპირდა.

მატჩში, რომელსაც 90 000-მდე გულშემატკივარი დაესწრო, "ლივერპულმა" კატალონიური კლუბი ანგარიშით 4:0 გაანადგურა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ანგარიში მატჩის მე-15 წუთზე მერსესაიდელთა ახალწვეულმა სადიო მანემ გახსნა, რასაც 47-ე წუთზე ყოფილი ლივერპულელის, ხავიერ მასკერანოს ავტოგოლი მოყვა. ავტოგოლიდან 1 წუთში თავისი გოლი დივოკ ორიჯიმაც გაიტანა, მატჩის 90-ე წუთზე კი გუნდის მეორე ახალწვეულმა, მარკო გრუიჩმა ულამაზესი თავური დარტყმით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული