კრიშტიანო რონალდოს ფანმა ლიონელ მესის ფანი მოკლა

AutoSharing Option
მუმბაის მახლობლად, ნალასოპარეში მეგობრის მკვლელობის ბრალდებით 24 წლის ნიგერიელი დააკავეს.

Daily Mirror-ის ცნობით, მკვლელობის მიზეზი კამათი გახდა - ვინ უკეთესია, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო თუ "ბარსელონას" ფორვარდი ლიონელ მესი.

აღსანიშნავია, რომ ფაქტი მესის ფანის დაბადების დღეზე მოხდა. მეგობრებმა კამათი დაიწყეს, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა. მესის ფანმა რონალდოს ფანს ჭიქა ესროლა, თუმცა ააცილა, ხოლო რონალდოს ფანმა ჭიქის ნატეხი აიღო და მეგობარი დაჭრა, შემდეგ კი გაიქცა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული